მეღვინეობა ,,მტევინო" ბაზარზე 5 წელია ოპერირებს. კომპანია აქტიურად იყო ჩართული რთველში და 2023 წლის რთველზეც განსაკუთრებულ იმედს ამყარებს.
„მტევინოს" დამფუძნებელი, მეღვინე ნიკა ზაუტაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ 300 ტონა ყურძნის ჩაბარებას გეგმავს.
კომპანია 14-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს და აქტიურად გადის როგორც ექსპორტზე, ადგილობრივ ნატურალური ღვინოების მაღაზიებშიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია.
„წლევანდელ სეზონზე ოთხი დასახელების ყურძენს ვიბარებთ: რქაწითელს საფერავს, ქინძმარაულსა და მუკუზანს. 500 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას შევძლებთ. აქედან 200 ტონა ჩვენი ვენახიდანაა. ექსპორტზე პროდუქცია სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩინეთსა და ევროპაში გაგვაქვს. ჩვენი კომპანიის დაფუძნების საწყის ეტაპზე გარკვეული სიძნელეები იყო პანდემიის გამო. სახელმწიფოს მხარდაჭერით წარმოება განვავითარეთ ექსპორტი თავის ნიშას დაუბრუნდა და საკმაოდ წარმატებულია.
სუბსიდიაც ამისთვის არის, რომ ფერმერების მდგომარეობა სტაბილური გახდეს და დარგი განვითარდეს", - ამბობს ნიკა ზაუტაშვილი.
ცნობისთვის, ,,მტევინო" მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში თბილისიდან 40 კილომეტრში. კომპანია 2018 წელს დაფუძნდა და სტაბილურად 41 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება