USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Trump Media (DJT)-ს აქციების ფასი პრემარკეტზე 30%-ით გაიზარდა

Trump Media (DJT)-ს აქციების ფასი პრემარკეტზე 30%-ით გაიზარდა

2024-11-09 12:42:00

გიზიარებთ ბლოგს: Trump Media & Technology Group (DJT)-ის აქციების ფასი პრემარკეტული ვაჭრობისას 30%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის აქციების ღირებულებამ ჯერ კიდევ ბაზრის გახსნამდე იმატა. ეს შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული მოვლენა იყოს და მას საფუძვლად დადებითი სიახლეები, განცხადებები თუ კომპანიის სამომავლო საქმიანობის შესახებ გარკვეული მოსაზრებები ედოს.

 

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ზრდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არჩევნებში ხელახლა გამარჯვების მოლოდინს უკავშირდებოდა. წინასაარჩევნო სეზონის განმავლობაში, თავად ტრამპის რეიტინგის ცვალებადობის მიხედვით, იცვლებოდა მედია კომპანიისკენ მიმართული ფოკუსიც.

 

უშუალოდ არჩევნების დღეს Trump Media & Technology Group (DJT)-ის აქციებით ვაჭრობა მაღალი ცვალებადობით გამოწვეული ფასების სწრაფი კორექტირებების გამო სამჯერ შეჩერდა. ამის შემდეგ, კომპანიამ მალევე საკუთარი მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც $1 მილიონის შემოსავალი და $19 მილიონზე მეტის წმინდა ზარალი დააფიქსირა. თუმცა მსგავსად მაღალი ზარალის ფონზეც კი, აქციების ფასი ზრდას არ წყვეტდა, რამაც ტრამპის მფლობელობაში არსებული მედია კომპანიის მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ინტერესი დაადასტურა.

 

როგორც Trump Media & Technology Group (DJT)-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დევინ ნუნესმა განაცხადა, ამჟამად კომპანია ზრდის საკუთარ შესაძლებლობებს, მათ შორის განიხილავს პოტენციურ თანამშრომლობებს კომპანიებთან, რომელთაც შეუძლიათ, ისარგებლონ Trump Media-ს ტექნოლოგიითა და ბრენდინგით, მათ შორის ფინტექ სექტორში. 

 

Trump Media & Technology Group (DJT)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.

*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები