USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მარილის იმპორტს ახდენს

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მარილის იმპორტს ახდენს

2024-08-12 16:00:00

ქვეყანაში მარილის იმპორტი 7%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 34,869.28 ტონა მარილი იყიდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 32,677.10 ტონა, შესაბამისად მიმდინარე მაჩვენებლები 6,7%-იან ზრდას აჩვენებს. 2024 წლის იანვარ-ივნისში იმპორტირებული მარილის საერთო ღირებულება კი 3,464.90 ათასი დოლარია.

საქართველოსთვის მარილის მიმართულებით ნომერ პირველი საიმპორტო ბაზარი თურქეთია, რადგანაც სწორედ თურქეთზე მოდის ქვეყანაში იმპორტირებული მარილის 48%-ი.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მარილის იმპორტს ახდენს:

  • თურქეთი - 16,588.03 ტონა,
  • ირანი - 12,954.10 ტონა,
  • აზერბაიჯანი - 3,538.03 ტონა,
  • რუსეთი - 1,070.34 ტონა,
  • ყაზახეთი - 264.00 ტონა.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით მარილის იმპორტი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანამ 69,810.67 ტონა მარილი იყიდა. 

ბოლო წლების სტატისტიკას თუ გავაანალიზებთ სახეზეა, რომ ქვეყანაში მარილის მოხმარება იზრდება, რადგანაც მზარდია იმპორტის სტატისტიკა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები