USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება

2024-08-20 16:00:00

ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი კლებას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 57,323 ერთეული შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 60,475 ერთეული შესაბამისად კლება 5%-ია. მიმდინარე წლის 7 თვის მაჩვენებლებით მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 1,192,705.89 ათასი დოლარი შეადგინა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი ყაზახეთში განხორციელდა. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის მთლიანი რეექსპორტის 49%-ი.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება:

  • ყაზახეთი - 28,237.00 ცალი - 384,171.97 ათასი დოლარი,
  • ყირგიზეთი - 15,059.00 ცალი - 538,856.04 ათასი დოლარი,
  • აზერბაიჯანი - 7,875.00 ცალი - 156,864.89 ათასი დოლარი,
  • სომხეთი - 3,580.00 ცალი - 65,826.22 ათასი დოლარი,
  • ტაჯიკეთი - 834.00 ცალი - 12,812.54 ათასი დოლარი.

მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა წლიურ ჭრილში რეკორდულ მაჩვენებლებს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 107,898 მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც 2,126,576.45 ათასი დოლარი შეადგინა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები