26 სექტემბერს, 19:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში აღმოაჩინეთ ქართული ბრენდის - Postero-ს კოლექცია, რომელიც ექსკლუზიურად მარჯანიშვილის 7-ში იქნება წარმოდგენილი.
"პოსტერ-ო“ ქართული დამწერლობისადმი მიძღვნილი პოსტერებია, რომლებიც მომხმარებელს, არამატერიალური საგანძურის მნიშვნელობის გადააზრებასა და მხატვარ ოთარ ჯიშკარიანის შინაგანი სამყაროს ამოცნობაში ეხმარება. ოთარ ჯიშკარიანი, ქართველი მხატვარი და “ანბანთქების” ავტორია, რომლის ნამუშევრების ხილვაც, პოსტეროს კოლექციაშია შესაძლებელი.
მულტიფუნქციურ სივრცეში აღმოაჩენთ ანბანთქების პოსტერებს სხვადასხვა თემატიკაზე, ანბანის შარფებს, სუფრებს, ვაზებს და კიდევ ბევრ საინტერესო ნივთს.
დამატებით, თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, ისარგებლებთ სპეციალური 20%-იანი ფასდაკლებით, პოსტეროს წარმოდგენილ სრულ კოლექცაზე.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება