გიზიარებთ ბლოგს: Tesla (TSLA)-ს აქციების ფასი ზედიზედ მეორე დღეა იზრდება. აღმასვლა ორშაბათს, მეორე კვარტლის შედეგების გამოცხადების ოპტიმისტური მოლოდინის ფონზე დაიწყო და სამშაბათ დღეს, უშუალოდ რეზულტატის წარდგენის შემდეგაც გაგრძელდა, რადგან კომპანიამ ანალიტიკოსთა მოლოდინის გადაჭარბება შეძლო.
Tesla (TSLA) ზედიზედ მეორე დღეა, S&P 500-ის ლიდერთა შორისაა. Tesla (TSLA)-ს აქციების ფასი გუშინ იმ უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა, რაც იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
კომპანიის აქციების ფასი 10,2%-ით გაიზარდა და $231,26-ზე დაიხურა. ბოლო 2 სესიის განმავლობაში აქციის ფასმა 17%-ით იმატა.
როგორც ელექტრომობილების გიგანტმა ანგარიშში აღნიშნა, მეორე კვარტალში მან 443,956 მანქანა გაყიდა, ხოლო 410,831ერთეული გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, გაყიდვების მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა, ის მაინც უსწრებდა ანალიტიკოსთა კონსენსუსს, რომელიც დაახლოებით 439,000 ავტომობილის მიწოდებას ვარაუდობდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ანალიტიკოსების ვარაუდით, 8 აგვისტო Tesla (TSLA)-სთვის მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ავტომობილების მწარმოებელი სავარაუდოდ ,,რობოტაქსს“ წარადგენს და აღნიშნული მოვლენა კომპანიისთვის უახლოეს პერიოდში კატალიზატორი იქნება. ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ ავტონომიური მანქანები და Tesla (TSLA)-ს სრული თვითმართვის ფუნქცია ავტომწარმოებელს დაეხმარება, $1 ტრილიონის საბაზრო ღირებულება დაიბრუნოს.
Tesla (TSLA)-ს აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება