USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2029 წელს გაიხსნება

თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2029 წელს გაიხსნება

2024-08-20 14:12:00

თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც 2029 წელს გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. 

აეროპორტი პირველ ეტაპზე, წლიურად, 10 მლნ-მდე, ხოლო მეორე ფაზის დასრულების შემდეგ კი - 20 მილიონამდე მგზავრის გატარებას შეძლებს.

შიდა და საერთაშორისო მოგზაურების გაზრდილი ნაკადების გამო, სახელმწიფო განაგრძობს შიდა ფრენების სტიმულირებას და ავიაბილეთების ფასების სუბსიდირებას, ასევე რეგიონული აეროპორტების მშენებლობასა და განვითარებას

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები