საქართველოს საიალქნო კლუბის ბაზაზე , საბავშვო სპორტსკოლა გაიხსნა, სადაც პროფესიონალი მწვრთნელები ბავშვებს სპორტის ოლიმპიურ სახეობაში მოამზადებენ.
Business Insider Georgia-სთან საქართველოს საიალქნო კლუბის დამფუძნებელი, შკიპერი, IYT საერთაშორისო ლიცენზიის მფლობელი, გამოცდილი იახტსმენი, საქართველოს საიალქნო კლუბის კაპიტანი კახაბერ ნონიაშვილი ამბობს, რომ სკოლაში 8-დან 14 -წლამდე ბავშვების მიღება უკვე დაიწყეს და შესაბამისად მოთხოვნაც დაფიქსირდა.
„ჩამოვიტანეთ 5 ოპტიმისტის ტიპის ნავი, რომლის საშუალებითაც მოვამზადებთ და ვავარჯიშებთ 8-დან 14-წლამდე ბავშვებს. ამ ნავებში ტარდება ევროპის ჩემპიონატი. სკოლა უკვე გაიხსნა, ფუნქციონირებს საკლასო და ინსტრუქტორებისთვის განკუთვნილი ოთახი“, - ამბობს კახაბერ ნონიაშვილი.
მისი ინფორმაციით, სპორტსკოლაში ბავშვებს 4 გამოცდილი ინსტრუქტორი მოამზადებს და პერიოდულად მათი კვალიფიკაციის ამაღლება მოხდება.
„9 სექტემბერს ჩვენთან ჩამოდის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი აფროსნობაში უკრაინელი იგორ მატვიენკო, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას. კვალიფიკაციას აიმაღლებენ ინსტრუქტორები და ბავშვებთანაც ჩატარდება ვარჯიშები“- ამბობს კახაბერ ნონიაშვილი.
საქართველოს საიალქნო კლუბის ბაზაზე საბავშვო სპორტსკოლაში სწავლის საფასური 100-დან 150-ლარამდეა.
„ჩვენი მიზანია ამ სპორტის პოპულარიზაცია და ახალი თაობის აღზრდა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა პრესტიჟულ შეჯიბრებზე ასახელებს“, - ამბობს კახაბერ ნონიაშვილი.
რაც შეეხება ინვესტიციას, $200 ათასია და Georgian Sailing Club-ის დამფუძნებლის პირად კაპიტალს შეადგენს.
ცნობისათვის, GSC -ის მფლობელობაშია ორი 25 ფუტიანი სპორტული იახტა "Conrad 25", 5 ოლიმპიური ტიპის სპორტული ნავი. "Laser", 1 კატერი.
Georgian Sailing Club-ი 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიაში დასაქმებულია 8 კვალიფიციური მწვრთნელი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება