USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის ყავის ფესტივალი დაბრუნდა

თბილისის ყავის ფესტივალი დაბრუნდა

2024-08-10 17:08:00

თბილისის ყავის ფესტივალი დაბრუნდა | რიგით მეორე თბილისის ყავის ფესტივალი“ 20,21 და 22 სექტემბერს მთაწმინდის პარკში მდებარე „ანდერვილ კლუბში“ კოფეინით გაჟღენთილ, დაუვიწყარ დღეებზე გიმასპინძლებთ!

გაეცანი ფესტივალზე ყავის ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესებს, მათ მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა საინტერესო პროდუქციას, დააგემოვნე და აღმოაჩინე სიახლეები.

„თბილისის ყავის ფესტივალი“ ბევრ საინტერესო ღონისძიებას მოიცავს:

• ყავის ინდუსტრიის წარმომადგენლების გამოფენა / პროდუქციის დეგუსტაცია და გაყიდვა - შეარჩიეთ საუკეთესო ყავა და ყავის აპარატები თქვენთვის, თქვენი საყვარელი ადამიანებისა და თქვენი ბიზნესისთვის. ყავის გარდა, ფესტივალზე ბევრ ახალ საინტერესო ბრენდსა და პროდუქტსაც აღმოაჩენთ

• ფრანჩაიზერების შეთავაზებები - თუკი ახალ ბიზნეს-წამოწყებაზე ფიქრობ, გაეცანი კომპანიებს ყავის ინდუსტრიაში, რომლებიც ფრანჩაიზს გთავაზობენ

• ვორქშოფები - მოისმინეთ ინდუსტრიის პროფესიონალების მოხსენებები ყავასა და სხვადასხვა საინტერესო, ყავისა და HoReCa ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე.

• ლატე არტის ჩემპიონატი

• ყავა და ალკოჰოლის ჩემპიონატი

• SCA მეორე დონის სერთიფიცირება - Specialty Coffee Association-ის ოფიციალური, საერთაშორისო სერთიფიცირება ბარისტებისთვის

• Coffee Cupping - ყავის მარცვლების დეგუსტაცია

• DJ ტერასაზე - თბილისის ულამაზესი ხედის ფონზე, ისიამოვნეთ მუსიკით, უგემრიელესი ჭიქა ყავით ხელში

• Tasty Food - ფესტივალზე, რაღა თქმა უნდა, ყავასთან ერთად დაგხვდებათ გემრიელი საჭმელებიც

1 დღის ბილეთი - 15 ლარი

3-დღიანი აბონემენტი - 25 ლარი

ვრცლად იხილეთ

May be an image of text

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები