კომპანიამ Sony ოფიციალურად დააანონსა სათამაშო კონსოლი PlayStation 5 Pro - PlayStation 5-ის განახლებული ვერსიაა გაუმჯობესებული ტექნიკური მაჩვენებლებით.
მას აქვს უფრო მძლავრი გრაფიკული ჩიპი, გაზრდილი მეხსიერება და გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგია PSSR. კონსოლის გაყიდვა 7 ნოემბერს დაიწყება, მისი შეკვეთა კი უკვე 26 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
PlayStation 5 Pro-ს ფასი აშშ-ში 699,99 დოლარი იქნება, დიდ ბრიტანეთში 699,99 გირვანქა სტერლინგი, ევროპაში კი 799,99 ევრო.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება