ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2024 წლის პირველ ნახევარში 65%-ით გაიზარდა. მაჩვენებელმა 2,1 მილიონ ტონას მიაღწია, იუწყება აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის მთავრობაზე დაყრდნობით.
მანამდე ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სატჟან აბლალიევმა განაცხადა, რომ წელს TITR-ით ტრანსპორტირების მოცულობა 4,2 მლნ ტონამდეა დაგეგმილი. 2023 წელს TITR-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2022 წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და გადაზიდვებმა 2,7 მლნ ტონა შეადგინა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე „შუა დერეფანი" საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება. ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.
შეგახსენებთ, რომ ასევე ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება