USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შეიძინე თეგეტა ჰოლდინგის ევროში დენომინირებული, ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები

შეიძინე თეგეტა ჰოლდინგის ევროში დენომინირებული, ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები

2024-04-28 11:18:00

გაცნობებთ, რომ გაქვთ შესაძლებლობა, შეიძინოთ თეგეტას ევროში დენომინირებული, ფიქსირებულ-განაკვეთიანი ობლიგაციები. კომპანია გეგმავს ჯამურად 30 მილიონ ევრომდე 2-წლიანი, სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოფილი საჯარო ობლიგაციების გამოშვებას, ორი ან რამდენიმე ინდივიდუალური ემისიით. პირველი ემისიის საორიენტაციო მოცულობა 10 მილიონი ევროა. ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზეა დაგეგმილი. თეგეტა უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს მსუბუქი, სატვირთო, სამშენებლო, კომერციული, სამგზავრო და ინდუსტრიული ტრანსპორტის მიმართულებით. კომპანია 1995 წელს დაარსდა და დღეს ქვეყნის მასშტაბით 28 სერვის ცენტრით უწევს მომსახურებას მომხმარებელს, ხოლო საეთაშორისო ვაჭრობას 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. თეგეტა 300-მდე მსოფლიო ბრენდის პარტნიორია, როგორებიცაა: Porsche, Man, Toyota, JCB, Volvo, Bridgestone, Michelin და სხვა. შეთავაზება მოიცავს შემდეგ საორიენტაციო პირობებს: • შესყიდვის მინიმალური მოცულობა - 1,000 ევრო (1 ობლიგაცია); • უზრუნველყოფა - სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოფილი; • მოსალოდნელი საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონი (კუპონი) - წლიური ფიქს. 6.25-6.75%1 ; • ვადა - 2 წელი, გამოსყიდვის (call) უფლებით 12 თვის შემდეგ 100.5%-ად; • სარგებლის (კუპონის) გადახდა - ნახევარწლიური; • ემისია გათავისუფლებულია გადასახადებისგან; თეგეტამ, ეტაპობრივად, 8 სხვადასხვა ტრანზაქციით წარმატებით განათავსა 320 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების ობლიგაციები. Scope Ratings-მა თეგეტას მიანიჭა BB- საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით. ობლიგაციის შესაძენად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თიბისი კაპიტალს ელ-ფოსტაზე Sales&Trading@tbccapital.ge არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა. ობლიგაციების გამოშვების საორიენტაციო თარიღია 2024 წლის 2 მაისი და საბოლოო კუპონის განაკვეთი დადგინდება book-building-ის შედეგად. შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზ

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები