სელფი და Business Insider Georgia-ს თანამშრომლობით ქართული ბიზნეს მედიისათვის სრულიად ახალი პროდუქტი Insider WEEKEND-ი იქმნება.
Insider WEEKEND-ის მიზანია მკითხველს მიმდინარე თემებთან ერთად დამატებით მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყანაში WEEKEND-ზე/შაბათ-კვირას განსახორციელებელი აქტივობების შესახებ, აჩვენოს არჩევანი, მისცეს შედარების საშუალება და შესაბამისად, გაუმარტივოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი. აღნიშნული კოლაბორაცია მკითხველს აძლევს მაქსიმალურ თავისუფლებას და შესაძლებლობას, მრავალფეროვანი პროდუქტების/შეთავაზებების ფარგლებში აღმოაჩინოს მისთვის სასარგებლო ინფორმაცია.
Insider WEEKEND-ის კონცეფცია შემუშავდა წარმატებულ მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით, პროდუქტის შექმნის პროცეში ყველაზე აქტიურად განიხილებოდა Insider Life და FT Weekend-ის ქეისები.
შესაბამისად, Insider WEEKEND-ი გააერთიანებს შემდეგ თემატიკას: შოპინგი, სახლი, გართობა, დასვენება, დეველოპერები, განათლება, ტექნოლოგიები, მოგზაურობა, ჯანმრთელობა და სილამაზე, სპორტი და სხვა. კონცეფცია განსაკუთრებულად საინტერესო იქნება ვებ-გვერდისა და შესაბამისი, სოციალური ქსელების ახალგაზრდა მომხმარებლების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.
ქართულმა ტელეკომუნიკაციის კომპანიამ მისი ახალი ბრენდი სელფი (Cellfie) 2023 წლის აპრილში წარადგინა. სელფი სრულიად ქართული ბრენდია, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ტელეკომ ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალი წლის გამოცდილებას, მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკას და ციფრული ტანსფორმაციის წარმატებულ ისტორიას.
სელფის მთავარი იდეა აბონენტის ცხოვრების ყველა ეტაპზე და ნებისმიერ ვითარებაში, მის გვერდში ყოფნაა. ბრენდის მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ განაპირობებს ახალი შესაძლებლობების მიცემას, პროფესიული და პერსონალური მიზნების წარმატებით განხორციელებისთვის. სელფის შექმნა განაპირობა კომპანიის მიერ ციფრული ეკოსისტემის განვითარებამ და უნარმა, რომ, ახლა უკვე 1,4 მლნ მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა სრულად ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით. სელფის მეშვეობით მომხმარებლები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ტექნოლოგიური განვითარებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის მარტივი, სასიამოვნო და დროის დამზოგველი აღმოჩნდეს. სელფისთან ერთად აბონენტს შეუძლია მუდმივად ჰქონდეს სწრაფვა სიახლეებისკენ, შეიგრძნოს ცხოვრების მრავალფეროვნება და აისრულოს თავისი ყველა ჩანაფიქრი. სელფი ერგება თითოეულ მის მომხმარებელს და შესაძლებლობას აძლევს, რომ სრულად გამოხატოს საკუთარი თავი.
"Business Insider Georgia რამოდენიმე თვის მანძილზე ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ამუშავებდა Insider WEEKEND-ის კონცეფციას და შესაბამისად, მის წარმატებულ ამოქმედებას ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენთვის არ იყო სულ ერთი თუ რომელ კომპანიასთან თანამშრომლობით განვახორციელებდით აღნიშნულ პროექტს. მინდა აღვნიშნო, რომ ვამაყობთ, რადგან პროექტი "სელფი მობაილთან" ერთად განხორციელდება. ჩვენი კონსულტაციების საწყის ეტაპზევე კონცეფციასთან დაკავშირებით მოსაზრებები სრულ თანხვედრაში იყო ერთმანეთთან. ჩვენ სწორედ "სელფი მობაილთან" ერთად წარმოგვიდგენია პროექტის შემდგომი განვითარება" - განაცხადა ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება