USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის დღევანდელი სავალუტო ინტერვენცია გამართლებულია, რადგან ეს იყო ერთგვარი პრევენცია, რომ არ მომხდარიყო კურსთან დაკავშირებული რყევები - ოთარ ანგურიძე

სებ-ის დღევანდელი სავალუტო ინტერვენცია გამართლებულია, რადგან ეს იყო ერთგვარი პრევენცია, რომ არ მომხდარიყო კურსთან დაკავშირებული რყევები - ოთარ ანგურიძე

2024-10-23 16:59:00

სებ-ის დღევანდელი სავალუტო ინტერვენცია გამართლებულია და პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან საჭირო დროს კვლავ შეავსებს რეზერვებს, - ამის შესახებ ექსპერტმა ოთარ ანგურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს ეროვნულ ბანკს ჰქონდა მოლოდინი მაგალითად, ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების მოლოდინი, რომელსაც შესაძლოა მოეხდინა გავლენა ლარის კურსის გაუფასურებაზე და ამდენად, ეს იყო პრევენცია, რომ არ მომხდარიყო ლარის კურსთან დაკავშირებით რყევები.

„ეს არის ჩვეულებრივი ვითარება და აქ არაფერია განსაკუთრებული, რადგან როცა რაღაც რისკს ხედავს სებ-ი ლარის კურსთან დაკავშირებით, რამაც შემდგომ შესაძლოა ფასებზე მოახდინოს ზეგავლენა, ბუნებრივია ამ დროს სებ-ის ფუნქცია და ამოცანაა მოახდინოს ასეთი ჩარევები. მათ შორის ისეთი ინტერვენცია, რომ დოლარი გამოიტანოს გასაყიდად, რომელიც უზრუნველყოფს ლარის კურსის სტაბილურ შენარჩუნებას“, - აღნიშნა ოთარ ანგურძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები