USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სათამაშოებისა და ტანსაცმლის ქართული ბრენდის „ჰენდიკრაფტის“ ნაწარმი Amazon-ზე იყიდება

სათამაშოებისა და ტანსაცმლის ქართული ბრენდის „ჰენდიკრაფტის“ ნაწარმი Amazon-ზე იყიდება

2024-08-16 15:00:00

საბავშვო განმავითარებელი სათამაშოების, ტანსაცმლისა და ტექსტილის მწარმოებელი „ჰენდიკრაფტის“ ნაწარმი Amazon-ზე იყიდება.

როგორც Busness Insider Georgia-ს „ჰენდიკრაფტის“ დამფუძნებელმა თამარ კობახიძემ განუცხადა, რომ დაახლოებით 7 თვეა კომპანია Amazon-ზეა წარმოდგენილი და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გეგმავს განვითარებას.

„ჩვენი მიზანია „ჰენდიკრაფტის“ კიდევ უფრო მეტი პროდუქტი მოხვდეს ამაზონზე. რამდენიმე პროდუქტი დამატებულია, ეტაპობრივად იყიდება. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით განვვითარდეთ და მრავალფეროვნება შევიტანოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა თამარ კობახიძემ.

ამ დროისთვის, Amazon-ზე იყიდება კომპანია „ჰენდიკრაფტის“ სათამაშო ინტერაქტიური ხელთათმანი, რომლითაც ბავშვებსა და მშობლებს შორის ინტერაქციის დამყარებაა შესაძლებელი.

„ეს ხელთათმანი მოიცავს სამი გოჭის ზღაპარს. არიან სხვა გმირებიც და ზღაპრის გაგრძელება ინტერპრეტაციის მიხედვით არის შესაძლებელი. 14 ფიგურაა ამ სათამაშოზე განთავსებული და არჩევანის გაკეთება, თუ როგორ გაგრძელდება ზღაპარი, ბავშვს და მშობელს შეუძლიათ“, - ამბობს ჰენდიკრაფტის“ დამფუძნებელი.

კომპანია მომხმარებლებს სიახლეებს მუდმივად სთავაზობს, რადგან ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები წლიდან-წლამდე მზარდია.

„ჩვენი პროდუქციის გაყიდვები მზარდია კორპორაციული და B2B სექტორისთვის. არის რამდენიმე ლოკაცია ,სადაც ჩვენს მიერ წარმოებული თეთრეული და საძილე ტომრები იყიდება. რაც შეეხება საცალო გაყიდვებს, აქ იმპორტს ვერ ვუწევთ კონკურენციას, რადგან ფასები დაბალია. ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხზე და ამიტომ Amazon-ზე ვგეგმავთ გაყიდვებისა და ასორტიმენტის გაზრდას“, - ამბობს მეწარმე.      

როგორც თამარ კობახიძე ამბობს Amazon-ზე გაყიდვებს სწრაფად ვერ ზრდიან, რადგან მათი პროდუქცია სათამაშოებია და სერტიფიცირებას საჭიროებს, რაც ხანგრძლივი პროცესია.

„ჰენდიკრაფტი“ ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და საწარმოში ამ დროისთვის დასაქმებულია 5 ადამიანი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები