საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Apple-ს აქციათა წილი თვიდან-თვემდე იზრდება.
როგორც საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სლაიდებიდან ირკვევა, 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით სააგენტოს აქციების პორტფელში Apple-ს აქციები 3,2%-ს შეადგენდა, რაც გასული თვის მაჩვენებლებთან შედარებით 3%-იანი ზრდაა, რადგანაც 2024 წლის სექტემბერში საპენსიო სააგენტოს პორტფელში Apple-ს აქციების წილი 3,2%-ის დონეზე იყო, აგვისტოს მაჩვენებლებით კი 3,0%-ს შეადგენდა.
ივნისში სააგენტოს პორტფელში Apple-ს აქციების წილი 2,9%-ის დონეზე ფიქსირდებოდა.
საგულისხმოა, რომ ოქტომბერში Apple-ს აქციები სააგენტოს პორტფელში შემავალი TOP 10 კომპანიის წილობრივ მაჩვენებლებში, Apple პირველ ადგილზე იყო, ხოლო შემდეგ მოდიოდა Nvidia (3.0%) და Microsoft-ი (2,8%).
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდზე სააგენტოს ვებგვერდზე მხოლოდ აღნიშნულ თვეებზე იძებნება პორტფელში მსხვილი 10 კომპანიის წილობრივი მაჩვენებლები.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება