USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამშენებლო სექტორში რეალურად დგას კადრების დეფიციტის პრობლემა, 100-დე უცხო ქვეყნის მოქალაქე დავასაქმეთ - „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელი

სამშენებლო სექტორში რეალურად დგას კადრების დეფიციტის პრობლემა, 100-დე უცხო ქვეყნის მოქალაქე დავასაქმეთ - „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელი

2024-09-17 19:38:00

სამშენებლო სექტორში რეალურად დგას კადრების დეფიციტის პრობლემა, - ამის შესახებ  Business Insider Georgia- ს „ელთ ბილდინგის“  დამფუძნებელმა ელგუჯა თურმანიძემ განუცხადა. 

დეველოპერული კომპანიის დამფუძნებელი, ამ ფაქტს ქვეყნიდან სხვა ბაზრებზე მუშა-ხელის მიგრაციას უკავშირებს. 

„30 წლის წინ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთიდან და ჩეხეთიდან მოხდა მუშა-ხელის მიგრაცია ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში, აშშ-სა და ბრიტანეთში, სადაც ანაზღაურება არის მაღალი. შესაბამისად გამოთავისუფლდა შრომის ბაზრები აღნიშნულ ქვეყნებში, და იქ გავიდა საქართველოდან სამუშაო ძალა“, - განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ. 

მისი თქმით კადრების დეფიციტის პრობლემა სამშენებლო სექტორში ყოველწლიურად  სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. 

„ყოველ წელს უფრო ნათლად ჩანს ეს პრობლემა ჩვენს სფეროში. ბოლო რამდენიმე თვეა 1000-მდე ადამიანი დავასაქმეთ, მოგვიწია 100-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება ყაზახეთიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან. ეს მუდმივი შეუქცევადი პროცესია. ადამიანები ეძებენ უკეთეს პირობებს სხვა ბაზრებზე“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი. 

მისი თქმით, ამ პრობლემის მიზეზი ბევრი სეგმენტია და ბევრი რამ ჯაჭვურადაა გასაკეთებელი. 

„საჭიროა პროფესიული გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლება, ქვეყანაში ინვესტიციების  შემოდინება, ტურიზმის განვითარება. ამის პარალელურად მოხდება ანაზღაურების ზრდა, რაც შეაჩერებს კადრების დეფიციტსა და მუშა-ხელის გადინებას“, - განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები