USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკრედიტო ბარათების ბაზარზე Mastercard-ის წილი იზრდება

საკრედიტო ბარათების ბაზარზე Mastercard-ის წილი იზრდება

2024-11-29 10:00:00

ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ  549 757  ერთეული შეადგინა, რომლის 21%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო თითქმის 19%-ი Mastercard-ზე.

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ოქტომბრის ბოლოსთვის VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 117 280 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 103 531 ერთეულს.

ხოლო 328 946 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა. 

თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2024 წლის  ოქტომბერში 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 16%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 42%-ითა გაზრდილი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 1%-ითაა შემცირებული, ხოლო 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით კლება ასევე 2%-ია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები