USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამა განახლდა — გაიგე, რომელ სტატუსს როგორ მიიღებ

საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამა განახლდა — გაიგე, რომელ სტატუსს როგორ მიიღებ

2024-10-05 22:34:00

გიზიარებთ ბლოგს: სულ ახლახან მობილბანკში მედლების სივრცე გამოჩნდა, სადაც ყოველდღიური აქტივობების დაჯილდოებასთან ერთად ლოიალურობის განახლებულ სტატუსებსაც იხილავ.

ყველაფერს, რაც ამ სიახლეზე უნდა იცოდე, ქვემოთ მოგიყვებით:

სტატუსები და ვარსკვლავები

ლოიალურობის განახლებული პროგრამის ფარგლებში სტატუსები ასე გამოიყურება: Starter, Bronze, Silver და Gold. საწყისი, Starter სტატუსი ძველებურადვე ავტომატურად ენიჭება ყველა ახალ მომხმარებელს. აი, სტატუსის გაუმჯობესება კი უკვე ვარსკვლავებით იქნება შესაძლებელი.

  • Starter სტატუსი 0-1 ვარსკვლავით გენიჭება
  • Bronze სტატუსს 2 ვარსკვლავით იღებ
  • Silver სტატუსის მოსაპოვებლად 3 ვარსკვლავი დაგჭირდება
  • Gold სტატუსისთვის კი 4 ვარსკვლავი უნდა მოაგროვო

ვარსკვლავების მოპოვება ამა თუ იმ საბანკო პროდუქტით სარგებლობისას შეგიძლია; თითოეულს მინიჭებული აქვს შესაბამისი ვარსკვლავი, რომელიც პროდუქტის გააქტიურებიდან მეორე დღეს აისახება შენს ანგარიშზე და სტატუსიც მომენტალურად მოგენიჭება.

მაგალითისთვის, თუკი საქართველოს ბანკში სახელფასო ანგარიში გაქვს, 1 ვარსკვლავიც შენია. 1 ვარსკვლავს დაიმსახურებ ასევე M საბანკო ნაკრებით სარგებლობისას, ხოლო L ნაკრების არჩევისას — 2 ვარსკვლავს. მოკლედ, ვარსკვლავების მოგროვების იმდენი გზა არსებობს, რამდენიც გაგიხარდება.

გაითვალისწინე, რომ სტატუსი გაქვს მანამდე, სანამ შესაბამისი საბანკო პროდუქტები აქტიურია. მაგალითად, თუ ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით 1 ვარსკვლავი მოიპოვე და სამომხმარებლო სესხის აღებითაც — 1 ვარსკვლავი, მაშინვე გაგიაქტიურდება Bronze სტატუსი. თუმცა, თუ სესხი დაფარე, მისი კუთვნილი 1 ვარსკვლავი (და სტატუსიც) შეგინარჩუნდება მომდევნო თვის ბოლომდე. ასე რომ, თვეზე მეტი დრო გექნება სტატუსის სხვა გზით შესანარჩუნებლად.

რა სარგებელი აქვს სტატუსებს

Starter (0-1 ვარსკვლავი)

  • PLUS ბარათით გადახდილ 1 ლარზე 1 PLUS ქულა;
  • სხვა სადებეტო ბარათით გადახდისას 1 ლარზე 0.5 PLUS ქულა;
  • სტუდენტური ბარათით გადახდისას 1 ლარზე 2 PLUS ქულა;
  • თანხის განაღდების დღიური ლიმიტი 2 500 ლარი;
  • ევექსის კლინიკებში 35%-მდე ფასდაკლება.

Bronze (2 ვარსკვლავი)

  • PLUS გადახდილ 1 ლარზე 1.5 PLUS ქულა;
  • სხვა სადებეტო ბარათით გადახდისას 1 ლარზე 0.5 PLUS ქულა;
  • სტუდენტური ბარათით გადახდისას 1 ლარზე 2 ქულა PLUS ქულა;
  • თანხის განაღდების დღიური ლიმიტი 2 500 ლარი;
  • 15%-იან ფასდაკლება AmEx ბარათის წლიურ საკომისიოზე;
  • 35%-მდე ფასდაკლება ევექსის კლინიკებში;
  • მეზობლის წინაშე ქონებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევის 1 000-ლარიანი ლიმიტი.

Silver (3 ვარსკვლავი)

  • PLUS ბარათით გადახდილ 1 ლარზე 1.75 PLUS ქულა;
  • სხვა სადებეტო ბარათით გადახდისას 1 ლარზე 0.5 PLUS ქულა;
  • სტუდენტური ბარათით გადახდისას 1 ლარზე 2 PLUS ქულა;
  • თანხის განაღდების დღიური ლიმიტი 3 000 ლარი;
  • AmEx ბარათის წლიურ საკომისიოზე ფასდაკლება 25%;
  • ევექსის კლინიკებში 40%-მდე ფასდაკლება;
  • მეზობლის წინაშე ქონებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევის ლიმიტი — 5 000 ლარი.

Gold (4 ვარსკვლავი)

  • PLUS ბარათით გადახდისას 1 ლარზე 2 PLUS ქულა;
  • სხვა სადებეტო ბარათით გადახდილ 1 ლარზე 0.5 PLUS ქულა;
  •  სტუდენტური ბარათით გადახდისა 1 ლარზე 2 PLUS ქულა;
  • თანხის განაღდების დღიური ლიმიტი 5 000 ლარი;
  • 50%-იან ფასდაკლება AmEx ბარათის წლიურ საკომისიოზე;
  • 50%-მდე ფასდაკლება ევექსის კლინიკებში;
  • მეზობლის წინაშე ქონებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევის 10 000-ლარიანი ლიმიტი.
  • ბარათის უფასოდ მიტანის სერვისი;
  • 20%-იანი ფასდაკლება საკუთარ დაბადების დღეზე PLUS ქულებით გადახდისას. 

როგორ გაგრძელდება ძველი სტატუსები განახლებული პროგრამით

თუკი შენი აქტიური საბანკო პროდუქტებით განახლებულ პროგრამაში ძველებურის შესაბამის ან გაუმჯობესებულ სტატუსს იღებ, ავტომატურად მოგენიჭება შესაბამისი ვარსკვლავები და სტატუსი.

ხოლო თუკი აქტიური საბანკო პროდუქტები არ გყოფნის განახლებულ პროგრამაში სტატუსის შესანარჩუნებლად, მოქმედი სტატუსით მაინც ისარგებლებ ნოემბრის თვის ბოლომდე და საკმაო დრო გექნება მის გასაუმჯობესებლად.

ასე რომ, გადახედე საქართველოს ბანკის საბანკო პროდუქტებს, აირჩიე შენთვის სასურველი, მიიღე ვარსკვლავები და გაიუმჯობესე სტატუსი. ლოიალურობის პროგრამაზე სიახლეებს კი ჩვენს ბლოგზეც შეგიძლია თვალი მიადევნო.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები