USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება, არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე - ლაშა ტალახაძე

საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება, არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე - ლაშა ტალახაძე

2024-11-29 21:07:00

ლაშა ტალახაძე: დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ესე იგი. საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე

 

 

 

დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ესე იგი. საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე, - წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლაშა ტალახაძე ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე.

 

მისივე თქმით, ხელისუფლება არ აპირებს 4 წელი ეხვეწოს ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ თუ გაუხსნიან იმ წუთსვე მოაწერენ ხელს.

 

„დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ესე იგი.

საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე.

ასევე ითქვა, რომ 4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? იმწუთას მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად.

შესაბამისად, ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა “რას ქვია არ შეეხვეწებით”. აბა სხვა გასაპროტესტებელი აღარაფერი დარჩა“, - წერს ლაშა ტალახაძე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები