USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საინტერესო ტენდენციაა ეკონომიკაში, ზრდის წარმმართველი ხდება ახალი დარგები - ევა ბოჭორიშვილი

საინტერესო ტენდენციაა ეკონომიკაში, ზრდის წარმმართველი ხდება ახალი დარგები - ევა ბოჭორიშვილი

2024-09-17 17:30:00

მაკროეკონომიკური პარამეტრები ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. ეს ეხება როგორც ეკონომიკურ ზრდას, ისე უმუშევრობის შემცირებას. დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება ფისკალური დეფიციტი და ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემოა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის დირექტორმა  ევა ბოჭორიშვილმა მედიას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციაზე, სახელწოდებით “როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი” მაკროეკონომიკის სექტორის კვლევის წარდგენის შემდეგ განაცხადა.  

„პრეზენტაცია ეხებოდა იმას, რამდენად მდგრადია ეკონომიკური სისტემები და რა უნდა გავაკეთოთ რომ მომდევნო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა იყოს. 

2021 წლიდან საინტერესო ტენდენციაა ეკონომიკაში, ზრდის წარმმართველი ხდება ახალი დარგები. ესაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, განათლების სექტორი. როცა წინა პერიოდებში ზრდის ტემპები ზომიერი იყო. ასევე ტრადიციული დარგებიც იზრდება და ჩვენ ვხედავთ რომ მნიშვნელოვანია ამ ახალი დარგების პოტენციალის გაფართოება, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. 

აქ ასევე გამოსაყოფია, სხვადასხვა სექტორებში პროდუქტიულობის ზრდა, რა დამატებულ ღირებულებას ქმნის ქვეყანაში ერთი დასაქმებული,  ჩვენ ვხედავთ რომ არის ეკონომიკური ზრდა, მაგრამ იმ პირობებში როდესაც საუბარია სამუშაო ძალის დეფიციტზე, მათ შორის ახალ შესაძლებლობებზე, მათ შორის ტექნოლოგიების დანერგვასა და ახალ შესაძლებლობაზე, მნიშვნელოვანია პროდუქტიულობის გაუმჯობესება, რაც საშუალებას მოგვცემს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები შევინარჩუნოთ.   

ასევე ხაზი გაესვა ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობას და ის დინამიკა რასაც ვხედავთ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინვესტიციებში, მთავრობის ინვესტიციები ნარჩუნდება მაღალ დონეზე, რაც არის მშპ-ს 8%-ზე მეტი. 2021-2023 წლებში კერძო სექტორის ინვესტიციები დაჩქარდა და ჩვენ ვფიქრობთ ეს კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელზე უნდა შენარჩუნდეს, რაც წინა წლებში ფიქსირდებოდა. 

ასევე შევეხეთ ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ამ ახალ შესაძლებლობებთან მიმართებით, აქ საინტერესო ვითარებაა, რადგან ისეთ მაჩვენებლებში ჩვენ სადაც ვხედავთ პოტენციალს, ლოგისტიკის დარგი, ეს არის ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიების დანერგვა, რომ შევხედოთ საინფორმაციო და კომუნიკაციის სექტორს, საქართველოს აქვს საკმაოდ დაბალი პოზიციები სხვა ქვეყნებთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუმჯობესების სფერო არის საკმაოდ დიდი, რასაც პოზიტიური გავლენა ექნება ეკონომიკაზე“, - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.      

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები