USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად შეგიძლია სასწავლო სეზონისთვის PLUS ქულებით შოპინგი

სად შეგიძლია სასწავლო სეზონისთვის PLUS ქულებით შოპინგი

2024-09-22 16:40:00

გიზიარებთ ბლოგს:  მართალია, სექტემბრის მოახლოებასთან ერთად ზაფხული სრულდება, მაგრამ სანაცვლოდ ახალი სასწავლო წელი იწყება, რაც უამრავ სიახლესთანაა დაკავშირებული: სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამსახურებში ვბრუნდებით და ამისთვის, რა თქმა უნდა, გარდერობსაც ვაახლებთ.

როგორც ყოველთვის, ამ სეზონზეც საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ აქციებს გიმზადებს, ამის შესახებ ჩვენი ბლოგებიდან გაიგებ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ შოპინგი PLUS ქულებითაც შეგიძლია, რომლებსაც სტუდენტური ბარათით გადახდისას აგროვებ.

ქვემოთ იმ რამდენიმე ადგილს შეგახსენებთ, სადაც PLUS ქულებით გადახდა და ახალი სასწავლო წლისთვის შესაფერისად მომზადება შეგიძლია:

ზარა

თუ დახვეწილად ჩაცმა გიყვარს, მაშინ ალბათ ზარა შენი ფავორიტი დანიშნულების ადგილი იქნება. ეს ესპანური ბრენდი მრავალფეროვან და სეზონურად განახლებულ კოლექციებს გთავაზობს, საიდანაც შენთვის საინტერესო ტანსაცმელი დაგროვილი PLUS ქულებით შეგიძლია იყიდო.

ვაიკიკი

თუ პრიორიტეტი ბიუჯეტური, მაგრამ თან პრაქტიკულად ჩაცმაა, ვაიკიკში უნდა იშოპინგო. ტანსაცმელები, ფეხსაცმელები, აქსესუარები – აქ ყველაფერს იპოვი, რაც ამ სეზონზე გარდერობის განახლებისთვის დაგჭირდება, გადახდას კი PLUS ქულებით შეძლებ.

მინისო

როცა უნივერსიტეტში დასაბრუნებლად ტანსაცმელს შეიძენ, არც წვრილმანი, მაგრამ საჭირო ნივთები არ უნდა გამოგრჩეს შესაბამისი განწყობის შესაქმნელად. არაჩვეულებრივი ნივთებისთვის კი, რა თქმა უნდა, მინისოს უნდა ეწვიო. ჩანთები, კალმები, რვეულები, ან უბრალოდ ისეთი ნივთები, რომლებიც შეიძლება სულაც არ გჭირდება, მაგრამ მაინც გინდა – მინისოში ყველაფერს იპოვი.

ბიბლუსი

წიგნებისა და საკანცელარიო ნივთებისთვის კი ბიბლუსს უნდა ესტუმრო, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი ფილიალი აქვს. ბიბლუსის მაღაზიებში როგორც მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის, ისე საკანცელარიო ნივთების დიდი არჩევანი დაგხვდება, რაც უნივერსიტეტში სწავლისთვის აუცილებლად დაგჭირდება.

ნავნე

სუნამოები, სათვალეები, სამკაულები, აქსესუარები, ტანსაცმელები, ფეხსაცმელები – ნავნე მრავალფეროვანი პროდუქციის მქონე მაღაზიათა ქსელია, სადაც, როგორც ცნობილი, ისე ბიუჯეტური ბრენდების კოლექციის შეძენას შეძლებ.

Extra.ge

თუ უნივერსიტეტისთვის ახალი მობილური, ლეპტოპი, ყურსასმენი გჭირდება, Extra.ge-ზე ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია იყიდო. არამარტო ტექნიკა, შოპინგის ამ მოსახერხებელ პლატფორმაზე ყველაფერს იპოვი, რაც გჭირდება და თან სახლის კართან მიიღებ.

დაიწყე სიის შედგენა, თვალი ადევნე ჩვენს ბლოგებსა და საქართველოს ბანკის სხვა პლატფორმებს, რათა ფასდაკლებების შესახებ გაიგო, შემდეგ კი სასურველ მაღაზიებში PLUS ქულებით უფასოდ იშოპინგე.

არ დაგავიწყდეს, ქულები გროვდება ყველგან, თუ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადაიხდი, აქციებისა და შეთავაზებების დროს კი ამ ქულების უფრო მომგებიანად დახარჯვა შეგიძლია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები