USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბანკო სექტორი სტაბილურად იზრდება - ალექსანდრე ძნელაძე

საბანკო სექტორი სტაბილურად იზრდება - ალექსანდრე ძნელაძე

2024-11-11 14:09:00
საბანკო სექტორის ზრდა ყველა მიმართულებით წელს პრაქტიკულად სტაბილურად მიმდინარეობდა - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა. 
 
მისი შეფასებით, ერთადერთი სხვაობა წინა წლებთან შედარებით არის ის, რომ 2022-2023 წლების განმავლობაში მკვეთრი ზრდა იყო მცირე და საშუალო ბიზნესში.
 
„2024 წელს ისეთი მნიშვნელოვანი ზრდა ამ მიმართულებით არ იყო, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიზნეს სესხების ზრდა კვლავინდებურად უსწრებს წინა წლების ზრდის მაჩვენებელს. სამომხმარებლო სესხების კუთხითაც წინა წლებში შეზღუდვებმა გარკვეულწილად შეამცირა მოთხოვნა რითეილში, ანუ საცალო სესხებში და წელს ასე ვთქვათ აღდგა ეს დინამიკა და ამ მიმართულებითაც ზრდის ტემპი არის იმ მოლოდინებში, რა მოლოდინებიც ჰქონდა სებ-ს და რასაც პროგნოზირებდა ყველა ანალიტიკოსი“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები