აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ ტვერის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნის უკან შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
"ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ გაკვირვებული არ ვარ. რუსეთში ბევრი არაფერი ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.
„რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდა ათი ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა