USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთის საქართველოში შემოჭრის მე-15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს - აშშ-ის საელჩო

რუსეთის საქართველოში შემოჭრის მე-15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს - აშშ-ის საელჩო

2023-08-07 15:59:24

საქართველოში აშშ-ის საელჩო აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ დღევანდელი დღე საქართველოსთვის ორმაგად მძიმეა.

დღეს საქართველოში კურორტ შოვში განვითარებული მეწყრული პროცესებით ადამიანების დაღუპვის გამო გლოვის დღეა.

"რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს. პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს. შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები