USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ქვეყნის მიმდინარე ეკონომიკური მაჩვენებლები - საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის  განმარტება

როგორია ქვეყნის მიმდინარე ეკონომიკური მაჩვენებლები - საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის  განმარტება

2024-09-24 12:00:00

ბოლო მონაცემებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 13%-ით და აქედან გამომდინარე 7 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გახლავთ 9,7%-ი. ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. გოგიტა თოდრაძემ მიმდინარე ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, წინა თვეების მანძილზე შეინიშნებოდა ნეგატიური ტენდენციები, მიუხედავად ამისა ექსპორტი 3%-ით გაიზარდა. 

„აღსანიშნავია 4 დარგი, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკაში. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ვაჭრობა.

დაახლოებით 11%-ით გაიზარდა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი და მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 2000 ლარს, უკვე დაახლოებით 2004 ლარია. აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტლის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10%-ითაა გაზრდილი. მზარდი ტენდენციები შეინიშნება ასევე საგარეო ვაჭრობაში. თვე თვესთან, გასული თვე გაზრდილია დაახლოებით 30%-ით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინა თვეების მანძილზე შეინიშნებოდა ნეგატიური ტენდენციები, მიუხედავად ამისა 3%-ით გაიზარდა ექსპორტი“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები