USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ქართული ჩაის ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივები - ასოციაციის შეფასება

როგორია ქართული ჩაის ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივები - ასოციაციის შეფასება

2024-08-21 13:00:00

საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ სვანიძე Business Insider Georgia-სთან ქართული ჩაის ინდუსტრიის მთავარ გამოწვევად გასაღების ბაზარს ასახელებს.

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა უკვე მეხუთე წელია მუშაობს, რომლის ფარგლებშიც აღდგენილია 1 600 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია სახელმწიფოს თანადაფინანსებით. გასულ კვირას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შევხვდით დარგის სპეციალისტები და ვუთხარით, რომ ჩაის წარმოებისთვის ახლა ერთად-ერთი გამოწვევა არის მარკეტინგული საკითხები და ჩაის რეალიზაცია“, - განაცხადა თენგიზ სვანიძემ.

მისი თქმით, ქართულ ჩაის უჭირს როგორც შიდა ბაზარზე, ისე ექსპორტზე.

„თუ გასაღების ბაზრის საკითხი არ გადაწყდა, აღდგენილი პლანტაციები, რომლისთვისაც სახელმწიფომ სოლიდური თანხა დახარჯა, ისევ გაველურებას დაიწყებს. მაგალითად ტყიბულში, ერთ ფერმერს 20 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია აქვს გამოყვანილი, მაგრამ გასაღების ბაზარზე სირთულეების გამო, მხოლოდ 5 ჰექტარზე კრეფს ჩაის ფოთოლს. 15 ჰექტარი ექსპლუატაციაში არარის და ველურდება“, - აცხადებს თენგიზ სვანიძე.

მისი თქმით, შიდა ბაზარზე დემპინგურ ფასად შემოსულ პროდუქციას ქართული ჩაი კონკურენციას ვერ უწევს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 7 თვეში საქართველოდან 1,409.92 ათასი დოლარის 966.99 ტონა ჩაია ექსპორტირებული, ხოლო 2023 წლის 7 თვეში 924.45 ათასი დოლარის ღირებულების 800.04 ტონა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები