USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებლები

როგორია ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებლები

2024-11-26 11:00:00

ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტება წლიურ ჭრილში 20%-ითაა გაზრდილი, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1%-ით.

სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხების მოცულობამ 58 281,6 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის სექტემბრის მაჩვენებელი 57 537,6 მლნ ლარი იყო. ზრდა 1,2%-ი.

თუ აღნიშნულ მაჩვენებლებს წლიურ ჭრილში გავაანალიზებთ, სახეზეა 20,4%-იანი ზრდა. 2023 წლის ოქტიმბერში ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა 48 372,4 მლნ ლარის დონეზე იყო.

მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების 47%-ი იურიდიულ კომპანიებზე გაცემული სესხებია, ოქტომბრის მაჩვენებლებით საუბარია 27 428,8 მლნ ლარზე. აქ თვიურ ჭრილში ზრდა 1%-ია, ხოლო წლიურად  23%-იანი ზრდა ფიქსირდება. 

რაც შეეხება შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებს 2024 წლი ოქტომბრის მდგომარეობით 30 852,8 მლნ ლარია, ზრდა სექტემბრის მონაცემებთან შედარებით 1%-ია, ხოლო 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით 18%-ი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები