USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია Elt Building-ის განვითარების კონცეფცია - „სხვა ინტერვიუ“ ელგუჯა თურმანიძესთან

როგორია Elt Building-ის განვითარების კონცეფცია - „სხვა ინტერვიუ“ ელგუჯა თურმანიძესთან

2024-09-03 13:00:00

Elt Building-ი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით უახლოეს 1 წელიწადში რამდენიმე ახალ პროექტს დააანონსებს. ამის შესახებ Elt Building-ის დამფუძნებელმა და Business Chamber of Asian & Gulf Countries BCAGC-ის საერთაშორისო ინვესტიციებისა და ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარემ ელგუჯა თურმანიძემ „სხვა ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან ერთად“ განაცხადა. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა Elt Building-ისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე პროექტი კი რასაც კომპანია Barceló Hotel Group-თან ექსკლუზიური პარტნიორობით ახორციელებს „ესპანური კვარტალია“.
- როგორია კომპანია Elt Building-ის ისტორია და როგორ მოვიდა ის დღევანდელ დღემდე?
- ეს იყო დაახლოებით 7 წლის წინ, 2017 წელს როდესაც ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ ბაზარზე შესვლისათვის. თუმცა მას წინ უძღოდა სამ წლიანი პერიოდი, რა დროსაც ხდებოდა ბაზრის შესწავლა. დღეისათვის ჩვენ ვოპერირებთ ძირითადად ბათუმსა და თბილისში. წარმოდგენილი ვართ 3 დეველოპერული კომპანიით. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩანასახშივე ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისათვის, როგორი იქნებოდა ჩვენი მომავალი, როგორ ვივლიდით, როგორ განვითარდებოდით. ამისათვის საკმაოდ დიდი დრო დავხარჯეთ ჩვენს გუნდთან ერთად, ეს იქნებოდა სამშენებლო მიმართულება, მარკეტინგის მიმართულება და ასე შემდეგ.
გადაწყვეტილი გვქონდა, რომ შეგვექმნა განსხვავებული პროდუქტი, ვინაიდან იმ დროს ბაზარი გაჯერებული იყო ერთფეროვანი პროდუქტებით, როგორც საცხოვრებელი ისე საინვესტიციო მიმართულებით. ასევე, ვიზარებდით რომ უნდა შევსულიყავით იმ დიდი კონკურენციის მორევში, სადაც საკუთარი თავის დამკვიდრება იქნებოდა ძალიან რთული,  შეუძლებელიც კი თუ რაიმე განსხვავებულს არ შევქმნიდით, თუნდაც პატარ-პატარა დეტალებით გამორჩეულს, მაგრამ ჯამურად თვისობრივად ახალს. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ეს ნაწილობრივ შევძელით.
პირველი ამის მაგალითი არის ის, რომ ბათუმის ახალ ბულვარში ჩვენ შევარჩიეთ ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნებოდა კვარტალური განვითარების კონცეფციის განხორციელება, თავისი სერვისებით, მოთხოვნებით და იმ ტენდენციებით, რაც იმ დროისათვის, ანუ 7 წლის წინ იყო დანახვადი. ეს არ იყო ერთჯერადი პროცესი, მუდმივად, ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად, ყოველწლიურად იცვლება და ვიზრდებით მომხმარებელთან ერთად. დღეს ბათუმის ახალ ბულვარში, წარმოდგენილი გვაქვს “ელთ კვარტალის სახით”, რომელიც კომპანიის პირველი და გრანდიოზული პროექტია ბათუმში, ცხრა კომპლექსისაგან შემდგარი კვარტალში, ერთმანეთს იდეალურად ერწყმის კომფორტული გარემო როგორც საცხოვრებლად, ისე დასასვენებლად და რა თქმა უნდა მომგებიანი საინვესტიციო პოტენციალი. 

კომპლექსი დაპროექტებულია საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტორ-დიზაინერებთან პარტნიორობით.
2024 წლის დასაწყისში კი, უკვე დედაქალაქში, კომპანია არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებსა და პარტნიორებს წარვუდგინეთ ინოვაციური "ესპანური კვარტალი", ახალი საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსი ქალაქის შუაგულში, მდინარე მტკვრისა და ძველი თბილისის პანორამულ ხედებით,  ქალაქის ცენტრიდან 10 წუთის მანძილზე.
ესპანური კვარტალი, რომელიც 9,000 კვ. მ-ზე იქნება წარმოდგენილი, გამორჩეული არქიტექტურის მქონე  2 კომპლექსს, განსხვავებული ფართობისა და დიზაინის აპარტამენტებსა და ულამაზეს ტერასებს აერთიანებს.
მომხმარებლებს ვთავაზობთ გამორჩეულ პირობებს. 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტების გარემო, სერვისების მრავალფეროვნება,  გამწვანება, სპა, აუზი,  ფიტნეს ცენტრი, ლობი და კონსიაჟი,  მიწისქვეშა პარკინგი და კომერციული ფართების მრავალფეროვანი არჩევანი, ის რაც უბრალოდ ვერ იქნება ყველასთვის!
ბოლო პერიოდში, 2024 წელს, ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და ჩვენი კომპანიის რეპუტაციის გათვალისწინებით „ელთ ბილდინგი“ გახდა საერთაშორისო ბრენდის, "Barceló Hotel Group"-ის რჩეული პარტნიორი ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობით რეგიონში.
- მოდით პირდაპირ ვისაუბროთ "Barceló Hotel Group"-ის შესახებ. თქვენ აღნიშნეთ, რომ უპირატესობას ანიჭებთ საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას, როგორც ეს ბათუმის შემთხვევა იყო.
- დიახ, საბედნიეროდ საქართველოში უკვე წარმოდგენილია არც თუ ისე ცოტა საერთაშორისო და ძლიერი ბრენდი. თუმცა გვინდოდა გაგეკეთებინა განსხვავებული პროექტი და შემოგვეყვანა ისეთი ძლიერი ბრენდი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო წარმოდგენილი ჩვენს რეგიონში. შემოგვეყვანა არა მხოლოდ ფრანჩაიზით, არამედ  თავისი სერვისებით, სრული პასუხისმგებლობით და მართვით. Barceló Hotels & Resorts-ის ჯგუფი არის ერთ-ერთი მსხვილი სასტუმროთა ქსელი, რომელიც წარმოდგენილია 4 ბრენდით: Royal Hideaway, Barceló, Allegro da Occidental, მსოფლიოს 22 ქვეყანაში, 250-ზე მეტი სასტუმროთი და 55 ათასზე მეტი სასტუმროს ნომრით. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მისი ოპერირების არეალი იყო სამხრეთ ამერიკა, ევროპა და ასე შემდგომ, აღმოსავლეთ ევროპა აზიისკენ თუ არ ჩავთვლით თურქეთს და დუბაის, ერთ-ერთი პირველი ვართ რეგიონში.
"ელთ ბილდიგისა" და "Barceló Hotel Group"-ის ალიანსი, მომხმარებლებისა და ინვესტორებისათვის, წარმოადგენს მაღალი ხარისხის პროდუქტის, საერთაშორისო სტანდარტების მშენებლობისა და სასტუმრო ტიპის მომსახურების გამოცდილების მიღების ერთგვარ გარანტიას. ასეთი მასშტაბის ბრენდის საქართველოში ოპერირება, სანდოსა და მიმზიდველს ხდის ქვეყანას უცხოელი ინვესტორებისათვის, ეს პარტნიორობა ნერგავს ნდობას ადგილობრივ ბაზარზე, იზიდავს შემდგომ ინვესტიციებს და ხელს უწყობს მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელ გარემოს.
- კონკურენციაზე მინდა გკითხოთ. საქართველოში სამშენებლო და ბევრი სხვა სექტორი უკვე საკმაოდ კონკურენტულია. საკმაოდ დიდი გაბედულება უნდა იმას, რომ ამ სექტორში კიდევ ერთ გაბედულ იდეას შეეჭიდო. როგორ აფასებთ დღეს სამშენებლო ბაზარს და გამოარჩევს Elt Building-ს, რა არის დღეს მისი კონკურენტული უპირატესობა.
- გეტყვით, რომ ამ კონკურენციაში ძალიან გაბედულად ვგრძნობთ თავს. მთავარი ნიშანი აქ მაინც არის, მუდმივ განვითარებაზე ფიქრი, მომხმარებლის საჭიროებებზე ფიქრი, ტრენდებზე, ტენდენციებზე მუშაობა, მათი გაანალიზება, სწორად გაგება საით მივდივართ, თუ რაზე იზრდება მოთხოვნა. ამ ყველაფრის შემდეგ უნდა დაიწყო ფიქრი, თუ რა პროდუქტი უნდა შექმნა უახლოეს მომავალში, რათა შენი კომპანია და შენი პროდუქტი იყოს მოთხოვნადი, არ გაგრიყოს ბაზარმა და კონკურენციას გაუძლო.
იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ამაზე მუშაობა დავიწყეთ, ბაზარი გაჯერებული იყო ძირითადად 2 სახის პროდუქტით, ყოველგვარ დამატებით ბენეფიტებს მოკლებული. პირველი პროდუქტი, რომელიც შეიძლება გამოვყოთ ეს იყო საცხოვრებელი ბინები და მეორე იყო საინვესტიციო აპარტამენტები, რომლის ჭარბი მიწოდება მოხდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით ბათუმში და თბილისშიც კოპირდა ეს მოდელები. გარდა იმისა, რომ მეტ-ნაკლებად კომფორტული აპარტამენტი გქონდა მფლობელობაში სხვა ვერაფერს ვერ ღებულობდი, გამოდიოდი შენობის გარეთ და დამატებითი ბენეფიტები არ არსებობდა. ამან გაურთულა ბაზარს კიდევ მეტად განვითარება. კონკურენცია დავიდა „ფასის“ ფაქტორზე რაც თავისთავად ხელისშემშლელია მომავალი განვითარებისთვის; ბოლო პერიოდში უკვე გამოჩნდნენ კომპანიები რომლებმაც გადაწყვიტეს მეტი ინვესტიცია ჩადონ ინოვაციებში, ინფრასტრუქტურაში და ზოგადად კომფორტული გარემოს შექმნაში. მიხარია როცა ვხედავ გამორჩეულად მიმზიდველ პროდუქტს ქართულ ბაზარზე. ჩვენც ჩვენის მხრივ ვცდილობთ, საერთაშორისო ექსპერტიზის შემოტანას და განსხვავებული პროდუქტით პოზიციონირებას. 
მჯერა რომ უახლოეს 5-10 წელიწადში, ბაზარი კიდევ მეტად დაიხვეწება, დარჩებიან განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები, რაც თავისთავად კონკურენციას კიდევ მეტი სარგებლის მომტანს გახდის. 
- როგორი იყო თქვენი გზა. ბევრი ახალგაზრდა გვიყურებს და მათაც სამოტივაციოდ გამოადგებათ.
- ძალიან რთული იყო ის პერიოდი, როცა ჩვენ საქმიანობა დავიწყეთ. თუმცა იმავდროულად ეს იყო ერთგვარი გამოწვევა, ერთგვარი აზარტი. ეს იყო 2000-იანი წლები და მანამდეც, როდესაც თინეიჯერები ვიყავით ვცდილობდით საზაფხულო სამუშაოებით შემოვფარგლულიყავი. პედაგოგებს ოჯახიდან გახლავართ და ისევე როგორც მთელს საქართველოში, ჩვენთანაც არ იყო დალხენილი სიტუაცია. მიზანი იყო ბიოლოგიური გადარჩენა. დანარჩენ სიკეთეებს მოკლებული ვიყავით, ისევე როგორც მოსახლეობის უმრავლესობა.
ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება იყო საზაფხულო სამუშაოები ჯერ კიდევ სკოლის ასაკში. ამის შემდეგ უფრო სერიოზული პერიოდი დაიწყო, სტუდენტობა, რა დროსაც მე და ჩემმა მეგობარმა შევქმენით 2 პატარა საწარმო, რომლითაც უზრუნველყავით ის, რომ ოჯახს ვარჩენდით, ჩვენს სტუდენტურ ცხოვრებას მეტ-ნაკლებად უზრუნველვყოფდით. ვმუშაობდით ღამის 9 საათიდან 1 საათამდე და დილის 6 საათიდან 9 საათამდე. უნივერსიტეტის შემდგომ და უნივერსიტეტამდე. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ,  რამდენიმე მცდელობის მერე მოვხვდი საქართველოს ბანკში, პროფესიიდან გამომდინარე, ფინანსები და საბანკო საქმე. 2-3 წელი გავატარე სხვადასხვა ფილიალში, იმ დროისათვის საკმაოდ ნორმალური გამოცდილება მივიღე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა გუნდის წევრს, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. 2004 წელს ისევ გადავწყვიტე, რომ მცირე მეწარმეობა, გავხსენი პატარა საფინანსო კომპანია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს, ამჯერად უკვე სხვა მენეჯმენტის ქვეშ და სხვა სახელწოდებით.  ეს იყო 20 წლიანი გზა, ვფარავდით მთელს საქართველოს და საქმიანობას საკმაოდ წარმატებულად ვახორციელებდით. თუმცა 2017 წელს გადავწყვიტეთ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე შესვლა. ამ დროისათვის მოხდა ის რომ, სხვა ინტერესები და შეხედულებები გაგვიჩნდა. 7 წლის წინ ვფიქრობდით თუ რომელ ბიზნესში შევსულიყავით. რამდენიმე არჩევანი გვქონდა, ეს იყო ტრეიდინგი, სამშენებლო მასალების იმპორტი, ან რომელიმე კონკრეტული სამშენებლო მასალის წარმოება, და მესამე ვარიანტი იყო: სამშენებლო-დეველოპერული სექტორი. 2014 წლიდან კი დავიწყეთ ამ სამი მიმართულების შესწავლა, დავდიოდით გამოფენებზე, კონსულტანტებზე, დავიქირავეთ როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, ანალიტიკოსები, მარკეტოლოგები და 2017 წლიდან დავიწყეთ ის ბიზნესი,  რითაც დღეს ვართ ბაზარზე წარმოდგენილები.
- დღეს სხვა ვითარებაა, მაგრამ რას ურჩევდით ახალგაზრდებს იგივე განათლების და ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანის ნაწილში.

- ერთ-ერთი კონფერენციისას დუბაიში, სადაც ბევრი ცნობილი ადამიანის გამოსვლა იყო, მათ შორის ვოლსტრითის მგლის ნამდვილი პერსონაჟისაც, დასვეს საინტერესო კითხვა : მაქვს 10 ათასი დოლარი, რას მირჩევდი, რა გავაკეთო, რომ ოპტიმალურად დავაბანდო და მინიმალური დანახარჯებით მივიღო მაქსიმალური შედეგი. მისი და ყველას პასუხი იყო, რომ დააბანდე შენს განათლებაში, შენს თავში. ანუ ყველა გვირჩევს, რომ საკუთარი თავის განვითარებას უნდა მოვახმაროთ ეს თანხა. მინდა გითხრათ, რომ ცალკე თეორიას და ცალკე პრაქტიკას ვერ განვაცალკევებდი, ორივე ერთადაა საჭირო. თუმცა ოქროს შუალედი მნიშვნელოვანია, ყველამ საკუთარი ოქროს შუალედი უნდა იპოვოს. მინახია წარმატებული ადამიანები, ბევრად გონიერები, რომელთაც იმდენი ცოდნა დააგროვეს, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება ჩვენ ეს ვერ მოვახერხოთ და პირიქითაც არის, არიან უმაღლესი განათლების არმქონე, წარმატებული ადამიანები მსოფლიო ასპარეზზე. სხვა მიმართულებით განვითარდნენ და მსოფლიო კორპორაციები და გიგანტები შექმნეს და დასაქმებული ჰყავთ მილიონობით ადამიანი. თუმცა ჩემი გულწრფელი რჩევაა, მაქსიმალურად დააბანდონ ფინანსები განვითარებაში, განათლებაში და იმ ვიწრო სპეციალობაში რაც აინტერესებთ. ამის შემდეგ უნდა მიხვდნენ, იპოვონ ახალგაზრდებმა ზღვარი და თეორიას პრაქტიკა შეუთავსონ. იმის რეალიზაცია უნდა მოახდინონ რაც ისწავლეს და მარადიულ სტუდენტად არ დარჩნენ. - დღეს რა აფერხებს ან ზრდის ბიზნესში წარმატების მიღწევას, როგორი კონკურენტული გარემოა და როგორია მისი როლი? - ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს ისევ და ისევ მუდმივი ზრდა და განვითარება, გუნდის სწორად შერჩევა, იმ სტიმულატორების მიცემა საკუთარი გუნდისთვის, რაც საჭიროა წარმატების მიღწევისათვის. რათა ყველა გაისარჯოს და მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს. შენ ხელმძღვანელი, დამფუძნებელი, კომპანია მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, რომ ის გუნდი, რომელმაც უზრუნველყო კომპანიის დაბადება და ზრდა, იყოს ბედნიერი. რომ ეს ბედნიერების ინდექსი იყოს მაღალი, რომ საქმე აკეთონ წარმატებით და მთელი გულით. ბიზნესში, ისევე როგორც ყველა სფეროში ბევრი უნდა იშრომო 25 საათი 24 საათის განმავლობაში, რომ არ მოეშვა. წარუმატებლობაზე, რომ გადავიდეთ, თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცე. როგორც კი თვითკმაყოფილებას მიეცემი, როგორც კი გადაწყვეტ, რომ შენ ყველაზე მაგარი ხარ და მეტი იცი, დაკარგავ მოსმენის უნარს, გაგიჩნდება პატივმოყვარეობა, სწორედ აქ იწყება პრობლემები. ძალიან ხელისშემშლელია ასევე ზედმეტი სენტიმენტები. ამით შენ აფერხებ საკუთარი კომპანიის წინსვლას. - როგორია Elt Building-ი მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები. როგორც ვიცით არ ჩერდებით და წინ ბევრი გეგმა გაქვთ. - გაჩერება არის დამღუპველი. თუ შენ არ გააკეთებ სხვა გააკეთებს. ვფიქრობ, რომ არამარტო ბიზნესში, არამედ ყველა სფეროში ასეა. მუდმივად ვართ ბაზრის შესწავლის პროცესში, მუდმივად ვართ საკუთარი თავის, საკუთარი კომპანიის დაკვირვების, კრიტიკის პროცესში, თუ რა არის ჩვენ სუსტი მხარე, რა არის ჩვენი ძლიერი მხარე, რათა ჩვენი სუსტი მხარეები ვაღიაროთ და სამომავლოდ ჩვენს შესაძლებლობად ვაქციოთ. "ელთ ბილდინგის" მიზანია გაზარდოს და შეინარჩუნოს კომპანიის მიმართ ლოიალურად განწყობილ მომხმარებლებისა და პარტნიორების რიცხვი. დამეთანხმებით ყველაზე კრიტიკული მიზანია, თუმცა ჩვენი გუნდი ახერხებს იყოს ამ მიმართულებით გამორჩეული. განსხვავებული ურბანული განვითარების კონცეფციის, სპეციალურად შემუშავებული ინოვაციური პირობების, უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვისა და კონკურენტული ფასებით, "ელთ ჯგუფი” არის და იქნება ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული პროდუქტის შემქმნელი ლოკალურ ბაზარზე. როდესაც პერმანენტულად ცდილობ განვითარდე შენი მომხმარებლების საჭიროებების და ბაზრის ზოგადი ტენდენციების შესაბამისად მიღწევადი ხდება წარმატებაც. განუხრელ ამოცანად გვაქვს დასახული ჩვენი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მდგრადობის უზრუნველყოფა ჩვენი საშუალო და გრძელვადიანი გეგმებიც ამ სფეროს უკავშირდება, ასე რომ სანდო პარტნიორის რეპუტაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორიცაა "Wyndham Hotels & Resorts", "River Rock Hotels & Resorts", "IPM OE" და ამიერიდან "Barceló Hotel Group", ზუსტად რომ ხაზს უსვამს "ელთ ჯგუფის" სანდოობასა და ერთგულებას ხარისხისა და ინოვაციებისადმი. შესაჯამებლად ვიტყვი, რომ ჩვენი მაცხოვრებლები და ინვესტორები ყოველთვის იგრძნობენ მხარდაჭერას და ზრუნვას. რაც პირველ რიგში გამოიხატება კომპლექსების სრულყოფილი მართვით და ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით. სამომავლო გეგმებიც შემიძლია გაგიზიაროთ. უახლოესი 1 წლის განმავლობაში მინიმუმ 2-3 პროექტის პრეზენტაციას მოვახდენთ. არ გამოვრიცხავთ ახალი საერთაშორისო კომპანიების შემოყვანას ახალი ბაზრებიდან, რათა გაჩნდეს ახალი მოთხოვნა, ახალი მომხმარებლები, ახალი ინვესტიციები.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები