USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი იქნება 2025 წელს გაცვლითი კურსი - ეკატერინე მიქაბაძის შეფასება

როგორი იქნება 2025 წელს გაცვლითი კურსი - ეკატერინე მიქაბაძის შეფასება

2024-10-16 19:00:00

საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი. ჩვენ არ გვაქვს პროგნოზირებული მაჩვენებელი. ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც განსაზღვრავს ეკონომიკური ფუნდამენტები გაცვლით კურსს, შესაბამისი მაჩვენებელი ექნება,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას, დეპუტატის მიერ მომავალ წელს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

სებ-ის ვიცე პრეზიდენტის შეფასებით,  შემოდინებების სტაბილურობის გათვალისწინებით, [ლარის კურსის] მაღალი მერყეობა არ ფიქსირდება. 

„რაც შეეხება ეკონომიკურ ფუნდამენტებს, მოგეხსენებათ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია. შემოდინებების თვალსაზრისით საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები გვაქვს, როგორც საქონლის, ისე მომსახურების ექსპორტის მიმართულებით.  შესაბამისად, შემოდინებების სტაბილურობის გათვალისწინებით, მაღალი მერყეობა არ ფიქსირდება“,- აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები