2-6 სექტემბრის კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებთ შეიცვალა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 40.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -10.88% წინა კვირასთან შედარებით და +1.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 228 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.40 - 46.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -9.84% წინა კვირასთან შედარებით და +2.71% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 232 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.00 - 31.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.67 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.38% წინა კვირასთან შედარებით და - 0.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 374 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.66 - 10.32 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 113 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება