USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

2024-11-25 17:00:00

გასულ კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.  ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 48.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.41% წინა კვირასთან შედარებით და +17.95% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 207 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.95 - 49.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 87 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 31.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.16% წინა კვირასთან შედარებით და +9.61% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 266 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.30 - 33.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.74 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.56% წინა კვირასთან შედარებით და +10.55% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 175 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.28 - 11.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 106 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები