USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

2024-11-04 19:00:00

28 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებთ შეიცვალა.  ამის შესახებ გალტ & თაგარტის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 42.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.50% წინა კვირასთან შედარებით და +19.66% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 736 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.05 - 42.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 84 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.26% წინა კვირასთან შედარებით და +8.72% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 621 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.50 - 28.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 78 ათასი აქცია შეადგინა. 

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.48 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.35% წინა კვირასთან შედარებით და +15.42% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.2 მლნ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.90 - 10.48 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 112 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები