USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ გავიგოთ ბავშვების ემოციები სწორად

როგორ გავიგოთ ბავშვების ემოციები სწორად

2024-09-14 14:52:00

ვრცლად იხილეთ: როგორი რთულიც არ უნდა იყოს ამ აზრთან შეგუება, უნდა ვაღიაროთ –  არ არსებობს იდეალური მშობელი და შეცდომებს, თუნდაც სულ მცირედს, ვერსად გავექცევით. ამის მიუხედავად, მუდმივად უნდა ვეცადოთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ის პრობლემები, რომლებიც სხვადასხვა ასაკში ნებისმიერი მშობლისა და შვილის ურთიერთობაში იჩენს თავს. სწორედ ამ მიზნით Leo Institute-მა და თამაშობანამ ოჯახური სემინარის ჩატარება გადაწყვიტეს ამბასადორი კაჭრეთში. სამდღიანი სესიები მშობლებსა და შვილებს დაეხმარება, უკეთ გაერკვნენ საკუთარ ემოციებში და ეძებონ მათი სწორად გამოხატვის გზები.

შვილთან ურთიერთობის დროს, პირველი, ყველაზე სანდო და შეუცდომელი იარაღი ინტუიციაა. თითქოს ყოველთვის ხვდები იმ შფოთვებს, დაფარულ სურვილებსა თუ პრობლემებს, რაც შენს შვილს აწუხებს. თავისთავად, ბუნებრივად გრძნობ, როგორი სიტყვებით, ინტონაციითა თუ მიდგომით სჯობს ამა თუ იმ პრობლემასთან მუშაობა და გამოსავლის ძიება. ამ ინტუიციის მიუხედავად, ყოველთვის არის გარკვეული საკითხები და გარემოებები, როდესაც საჭირო ხდება სხვა, კომპეტენტური ადამიანების გამოცდილებების მოსმენა – სწავლა, თუ როგორ მართო ეს სიტუაციები და საუკეთესო გამოსავალი იპოვო როგორც შენი შვილისთვის, ისე საკუთარი თავისთვის. სწორედ ამის მნიშვნელობას უსვამს ხაზს თამაშობანას წარმომადგენელი და სემინარის ერთ-ერთი წამყვანი, ნინი ჩიქოვანიც.

,,ნებისმიერ ურთიერთობაში – იქნება ეს დედა-შვილის თუ სხვა, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი კომუნიკაცია. ყველა სირთულე, რაც ცხოვრებაში გვაქვს, უმეტესად სწორედ კომუნიკაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მსგავსი სემინარები და ვორქშოპები, რომლებიც დაგვეხმარება, კომუნიკაციის სწორი გზები ვიპოვოთ. სამომავლოდ კი, ეს უნარები არამხოლოდ ბავშვებთან ურთიერთობაში გამოგვადგება, არამედ ზოგადად, ცხოვრებაშიც.”

დღესდღეობით, მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა შვილებთან დროის ხარისხიანად გატარებაა. ბავშვის სწორი განვითარებისთვის და სულიერი სიმშვიდისთვის, მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ დრო გამონახოთ მისთვის, არამედ ეს დრო ჯანსაღად და ხარისხიანად დახარჯოთ მასთან ერთად. როგორც ნინი აღნიშნავს, ყველაზე რთული შვილთან ურთიერთობის დროს, გაურკვეველი, სახელდაურქმეველი ემოციებია – განცდები, რომლებშიც ჯერ თავადაც არ არის გარკვეული და შესაბამისად, მშობელსაც უჭირს მისი მართვა და სწორი კომუნიკაცია.

,,ბავშვები ძალიან ემოციური არსებები არიან, რომლებსაც, დიდებისგან განსხვავებით, ჯერ არ აქვთ ნასწავლი საკუთარი ემოციების მართვა და პირდაპირ გამოხატავენ ყველაფერს. ხშირად, ამ ზღვა ემოციებთან გამკლავება მშობლებისთვისაც საკმაოდ რთულია – არ ვართ მზად, რომ შვილებისთვის ემოციური კონტეინერები ვიყოთ და დავიტიოთ მათი მოჭარბებული განცდები. სწორედ ამ მიზნით ტარდება ეს სემინარიც – დაეხმაროს ბავშვებს, სახელი დაარქვან საკუთარ ემოციებს და ამით მშობლებსაც გაუმარტივდეთ მათი გაგება.“

Leo Institute და თამაშობანა წლების განმავლობაში გეგმავდნენ მსგავსი სემინარის ჩატარებას. საბოლოოდ, ეს იდეა განახორცელდა და პირველი ოჯახური სემინარი ამბასადორი კაჭრეთის სივრცეში 12-14 ოქტომბერს გაიმართება სპეციალურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის.  სემინარის სამი დღე სამ სხვადასხვა გრძნობას – შიშს, ბრაზსა და ბედნიერებას დაეთმობა. ბავშვები შეეცდებიან უკეთ გაერკვნენ ამ გრძნობებში, მშობლებს კი პროფესიონალები დაეხმარებიან ამ ემოციების სწორად დანახვასა და მიღებაში. სემინარის ფარგლებში დაგეგმილია ბევრი სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ოჯახური, ინტერაქციული თამაშები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვით ბმულს, დარეგისტრირდეთ და შვილებთან ერთად შაბათ-კვირა ნაყოფიერად გაატაროთ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები