USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის დაიწყება „ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის“ კანონპროექტის განხილვა - დავით ონოფრიშვილის განმარტება

როდის დაიწყება „ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის“ კანონპროექტის განხილვა - დავით ონოფრიშვილის განმარტება

2024-11-20 11:52:00

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი და ნდობა ამ სექტორთან მიმართებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

„გასულ წელს სადაზღვევო პრემიებმა გადააჭარბა მილიარდ ლარს. წელს უკვე 1,2 მილიარდს გადააჭარბებს. ზრდა აშკარაა. ჩვენი შეფასებით გაიზარდა მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა და ნდობა დაზღვევასთან მიმართებით, რადგან დაზღვევა იცავს ადამიანს შესაძლო ფინანსური რისკებისგან“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

მისი თქმით, კიდევ ერთი სახეობა, რაცაა „ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა“, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზადაა და როდესაც შეიკრიბება პარლამენტი, დაიწყება განხილვა.

დავით ონოფრიშვილის განმარტებით კანონპროექტში განხორციელდა ცვლილებები, თუმცა ეს არ არის ფუნდამენტური და ამ კანონის მიღება სექტორისთვის მნიშვნელოვანია.

„როდესაც მოქალაქე ხვდება ინციდენტში და არ არის დამნაშავე და მანქანა დაზიანებას მიიღებს, ამაში არ იხდის თანხას და ვისი მანქანაც დაზიანდა არც ის იხდის, პოლისით ხდება ზარალის დაფარვა  და მთლიანობაში ყველა დაცულია“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის დამტკიცებას ხუთი წელია ელოდება.

საკანონმდებლო რეგულაცია, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირისთვის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების დაზღვევას ავალდებულებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი თქვენ სხვის კუთვნილ მანქანას ან ფეხით მოსიარულეს დაეჯახეთ და შემთხვევის ადგილის შეფასების შედეგად გაირკვა, რომ ამაში ბრალი თქვენ მიგიძღვით, დაზარალებულის კომპენსაციისთვის თანხების სახელდახელოდ მოძიება აღარ მოგიწევთ. მესამე პირისთვის მიყენებული ზარალი თქვენი სადაზღვევო პოლისის საფუძველზე ანაზღაურდება.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა განვითარებულ ქვეყანაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო წესით დაზღვევა სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტია. ამ მხრივ არც ევროპაა გამონაკლისი, სადაც გზებზე რეგულარულად დაახლოებით 300 მილიონი ავტომობილი გადაადგილდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება ავსტრიელებმა ჯერ კიდევ 1929 წელს იტვირთეს. დიდ ბრიტანეთში დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულო  1930 წლიდან გახდა, შვეიცარიაში - 1932 წლიდან, ჩეხეთში - 1935 წლიდან, გერმანიაში კი - 1939 წლიდან. მოგვიანებით დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულოდ ევროპის სხვა ქვეყნებმაც აღიარეს.

იგივე თემაზე:

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები