ჩვენი პროდუქციის 70% გადის ექსპორტზე, ხოლო ნაწილს საქართველოში ვყიდით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანიის მფლობელმა თამარ მესარკიშვილმა განაცხადა.
„ჩვენთვის საინტერესოა აზიის ბაზარი და ჩინეთში გაყიდვების გაზრდა. ამ ბაზარზე ხელნაკეთი ნივთები სხვანაირად ფასდება“, - განაცხადა „რკოს“ დამფუძნებელმა.
მისი თქმით, ბენდისთვის საინტერესოა აშშ-ის ბაზარი, სადაც გასულ წელს შევიდნენ, თუმცა პირველი შეკვეთა წელს შეასრულეს.
„ახლახან გავაგზავნეთ ჩვენი პროდუქცია აშშ-ი. მოთხოვნა იყო უმეტესწილად ბავშვის ნაქსოვ ტანსაცმელზე. ეს იყო ქუდები, ჟაკეტები, ე.წ, ბოდეები. ეს არის 100% ნატურალურ პროდუქცია, რომელიც საქართველოშია დამზადებული.
ამ დროისთვის „რკოს“ ნაწარმი წარმოდგენილია საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, იაპონიაში“, - განაცხადა მეწარმემ.
2016 წლის დეკემბერში, ქართულ ბაზარზე ბავშვის ტანსაცმლის ახალი ბრენდი – „რკო“ გამოჩნდა. კომპანია სამმა მეგობარმა: თაკო მეგრელიშვილმა, ნინო მესარკიშვილმა და თამუნა მესარკიშვილმა შექმნეს. “რკო” ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ნაჭრებისგან შექმნილ, ფერად ტანისამოსსა და აქსესუარებს სთავაზობს, 0-დან 10 წლამდე ასაკის გოგოებსა და ბიჭებს.
კომპანიას აქვს ერთი შოურუმი თბილისში, სადაც პროდუქციაა წარმოდგენილი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება