ახალ იპოდრომთან მდებარე რეკრეაციული ზონა „ლისი ლემანსი“ გართობის მოყვარულებს ყოველ დღე 14:00 საათიდან 02:00 საათამდე ეპატიჟება. „ლისი ლემანსი“ ღია სივრცეში „კარტინგის“ ნახევარკილომეტრიან ტრასას, ტენისის მაგიდებს, სასროლეთს, მინი გოლფის მოედანს და კაფე-ბარებს აერთიანებს. როგორც Business Insider Georgia-ს „ლისი ლემანსში“ განუცხადეს, სივრცე სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს ხშირად მასპინძლობს და შესაბამისად სტუმრების რაოდენობაც საკმაოდ მზარდია.
მომხმარებლის მხრიდან გასართობი სივრცის მიმართ ინტერესი მაღალია. თუმცა ყველაზე მეტი მომხმარებელი „ლისი ლემანსს“ შაბათ-კვირას და საღამოს საათებში, სამსახურების დასრულების შემდეგ ჰყავს.
„ლისი ლემანსში“ ხშირად სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიებებიც ეწყობა.
რაც შეეხება ტარიფებს:
კარტინგი - 30 ლარი
ტირი - 10 ლარი
მაგიდის ტენისი და ბილიარდი - 15 ლარი
კომპიუტერული რბოლის სიმულაცია - 15 ლარი (1 საათი)
მინი გოლფი - 10 ლარი (1 საათი)
ფეინქ ბოლი - 45 ლარი
კვადროციკლის სესია - 30 ლარი (10 წუთი)
Street Ball - 15 ლარი (1 საათი).
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება