USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ ტოვებენ ჰორეკა სექტორს კვალიფიციური კადრები - გურამ ბაღდოშვილის შეფასება

რატომ ტოვებენ ჰორეკა სექტორს კვალიფიციური კადრები - გურამ ბაღდოშვილის შეფასება

2024-09-20 12:00:00

Business Insider Georgia-ს რესტორან „ჩვენის“ მფლობელი შეფ გურამ ბაღდოშვილი ჰორეკა სექტორიდან კვალიფიციური კადრების გადინების მიზეზებზე საუბრობს.

მისი თქმით, მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჰორეკა სექტორი კვალიფიციურ მუშა-ხელს შესაბამის ანაზღაურებას ვერ უხდის, რაც კადრების გადინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია:

„ადამიანური რესურსის დეფიციტი ხდება მაშინ, როცა ესა თუ ის სექტორი ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრებისთვის შესაბამისი ხელფასის გადახდას. ამას კი თავისი მიზეზები აქვს. საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. იმ პროდუქციის 60% რაც ჰორეკა სექტორს წარმოებისთვის სჭირდება იმპორტირებულია. იმპორტირებული პროდუქცია არარეალურად ძვირია, რაც შემდგომში იწვევს სერვისის გაძვირებას. ხილ-ბოსტნეულის ადგილობრივი წარმოება მცირეა და მხოლოდ ზაფხულის სეზონზეა ხელმისაწვდომი“,- ამბობს გურამ ბაღდოშვილი.

რესტორან „ჩვენის“ მფლობელი ასევე საგადასახადო სისტემაზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ ჰორეკა სექტორის დაბეგვრის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს, რათა კვალიფიციური კადრების გადინება შეჩერდეს.

„როცა ჰორეკა სექტორს აქვს მაღალი ხარჯები სექტორი ვერ იხდის შესაბამის ხელფასებს. საგადასახადო სისტემა ერთი და იგივე პროცენტით გეგმავს მაღალალკოჰოლურ სასმელებსა და პროდუქტებს. ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების დღგ არ უბრუნდება ჰორეკა სექტორს. აქედან გამომდინარე იქმნება წრე, რომელიც გავლენას ახდენს რესტორნის მოგებაზე. შესაბამისად დამფუძნებლები ვერ ახერხებენ მაღალი ხელფასების გაცემას. შესაბამისად ხდება კადრების გადინება საზღვარგარეთ. ჰორეკა სექტორის ნაწილი მცირე კადრებით მუშაობს, რათა შესაბამისი ხელფასები გასცეს, თუმცა ეს აისახება შემდეგ სერვისის ხარისხზე და იწვევს მომხმარებლის უკმაყოფილებს“, - ამბობს გურამ ბაღდოშვილი.

რაც შეეხება „ჩვენის“ მაგალითს, გურამ ბაღდოშვილის თქმით, ეს მცირე რესტორანია და მენეჯმენტს ისე აწარმოებს, რომ კადრების დეფიციტი არ აქვს, თუმცა შემოსავალი წლიდან-წლამდე უმცირდება. რაც შეეხება ზოგადად სექტორს, ბაღდოშვილის თქმით, კადრების დეფიციტი მაღალ ნიშნულზეა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის თანახმად, გამოკითხული ბიზნესის 54% მთავარ გამოწვევად სპეციალისტების ნაკლებობას ასახელებს, ხოლო  42%. სამუშაო ძალის დეფიციტს.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები