USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას სთავაზობს „სითი მოლი“ მომხმარებლებს „შავ პარასკევს“

რას სთავაზობს „სითი მოლი“ მომხმარებლებს „შავ პარასკევს“

2024-11-28 16:00:00

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“ მომხმარებლებს „შავ პარასკევს“ 29 ნოემბერს მნიშვნელოვან ფასდაკლებებს სთავაზობს.

„შავი პარასკევი სითი მოლში! ეწვიეთ სითი მოლს და ისარგებლეთ ფასდაკლებები“, - აცხადებენ სავაჭრო ცენტრში.

კერძოდ, 50%მდე ფასდაკლებებია cenomi -ს ბრენდებზე, 60%-მდე ფასდაკლებები აქსესუარების ბრენდებზე; 50%-მდე ფასდაკლებებით სპორტულ ბრენდებზე;70%-მდე ფასდაკლებებით საოჯახო აქსესუარებზე; გრანდიოზული ფასდაკლებები ტექნიკაზე; 70%-მდე ფასდაკლებები თავის მოვლის ბრენდებისგან,ხოლო JYSK Georgia გთავაზობთ BLACK FRIDAY WARM UP, 40%-50%-იან ფასდაკლებას ავეჯის სრულ კოლექციაზე. ALDO Shoes გთავაზობთ -30% ფასდაკლებას სრულ კოლექციაზე; 30 ნოემბრის ჩათვლით gmt4.ge გთავაზობთ -50%-მდე ფასდაკლებას სრულ კოლექციაზე; სვაროვსკი -30% ფასდაკლებას შერჩეულ კოლექციაზე;

სითი მოლი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სავაჭრო ცენტრია. აქ მრავალი სხვადასხვა ტიპის მაღაზიაა განთავსებული. სითი მოლი ორ სავაჭრო ცენტრს მოიცავს - სითი მოლი საბურთალო და გლდანი მოლი. სითი მოლი საბურთალო საბურთალოზე, პეტრე ქავთარაძის ქუჩის 1-ელ ნომერში მდებარეობს. აქ განლაგებულია ტანსაცმლის, სამკაულების, ელექტრო ტექნიკის, საოჯახო ნივთებისა, სათამაშოების, წიგნებისა და სხვა ტიპის მაღაზიები, ასევე ბანკი და აფთიაქი. სავაჭრო ცენტრის წამყვანი ობიექტი ჰიპერმარკეტი გუდვილია. სითი მოლში არის ასევე სათამაშო კომპიუტერებისა და მრავალფეროვანი კომპიუტერული თამაშების მაღაზია GAME ZONA. სავაჭრო ცენტრში არის სწრაფი კვების ობიექტი ქეი იფ სი, ავენიუ კაფე და სუში რუმი, სადაც უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. სითი მოლში განთავსებულია ისეთი მაღაზიები, როგორიც არის: Calzedonia, OVS, Intimissimi, Elit Electronics, Super, Lutecia, Voulez Vous, Factory, Delfos და მრავალი სხვა. სავაჭრო ცენტრს აქვს 300 მანქანაზე გათვლილი გარე პარკინგი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები