USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„რას დავუტოვებ მსმენელს კონცერტის შემდეგ, ეს არის ფიქრი, რომელიც „წინ და წინ“ სვლის საშუალებას მაძლევს“ - მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში

„რას დავუტოვებ მსმენელს კონცერტის შემდეგ, ეს არის ფიქრი, რომელიც „წინ და წინ“ სვლის საშუალებას მაძლევს“ - მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში

2024-10-09 19:14:00

„ის, რაც „წინ და წინ“ სიარულის საშუალებას მაძლევს, არის  კონცერტის კონცეფციაზე გამუდმებული ფიქრი; ფიქრი - თუ  რას დავუტოვებ ჩემს მსმენელს“ - სწორედ ეს არის პრინციპი, რომელსაც  მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი „წინ და წინ, წარმატებისკენ“ სვლაში ეყრდნობა.

პიანისტი „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის „წინ და წინ“ ფარგლებში საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მათ, ვინც კლავიშებზე ჯერ მხოლოდ პირველ ნოტებს იღებს. მუსიკოსი ამბობს, რომ წარმატების საწინდარი შრომა და საკუთარ თავზე მუშაობაა. „მსმენელი მხოლოდ მაშინ აღგიქვამს სერიოზულად, თუ გრძნობს, რომ  კონცერტის მიღმა დიდი შრომაა“, - ამბობს გიგაშვილი.

წინ და წინ -  წარმატებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ, განათლებისკენ, ზრუნვისკენ, ინოვაციებისა და განვითარებისკენ!.. - „თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბური კამპანია კომპანიის 30 წლის იუბილესთვის მზადების პერიოდისთვის შეიქმნა, რომელსაც ჰოლდინგი 2025 წელს აღნიშნავს. ამ კამპანიის ფარგლებში კომპანიამ, თავისი განვითარების გზასთან ერთად, წარმოადგინა სურვილი, რომ ფართო საზოგადოებამ ირწმუნოს ის, რაც თეგეტას გუნდმა 30 წლის წინათ დაიჯერა და მოკრძალებული მაღაზია საავტომობილო ინდუსტრიად და რეგიონის ლიდერ კომპანიად აქცია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები