USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი მართვის მოწმობა გაიცა 2024 წლის ორ კვარტალში

რამდენი მართვის მოწმობა გაიცა 2024 წლის ორ კვარტალში

2024-08-24 19:20:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში 6 950 მართვის მოწმობა გაიცა, პირველ კვარტალში კი ამ მაჩვენებელმა 6 307 შეადგინა. ჯამში ორ კვარტალში 13 257 მართვის მოწმობაა გაცემული, ხოლო მეორე კვარტალში 543-ით მეტი.

რაც შეეხება ბოლო 5 წლის მონაცემებს, მართვის მოწმობების გაცემის სტატისტიკა ასეთია

2023 წელი - 27 255;

2022 წელი - 30 515 ;

2021 წელი - 47 891;

2020 წელი - 42 229;

2019 წელი - 45 884;

საქსტატის მონაცემებით 2023 წელს საქართველოში 1 192 509 მართვის მოწმობა იყო მოქმედი. აქედან პირველადი რეგისტრაციით მართვის მოწმობა 27 255 პირმა აიღო. 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2022 წელთან შედარებით, მოქმედი და გაცემული მართვის მოწმობების მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 

კერძოდ, 2022 წელს 1 421 804 მართვის მოწმობა იყო მოქმედი, ხოლო პირველაიდ რეგისტრაციით მართვის მოწმობა 30 515 პირმა აიღო. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან „B“, „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი.

2023 წლის პირველი სექტემბრიდან „C“, „C1“, „D“, „D1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი.

2023 წლის პირველი სექტემბრიდან „C“, „C1“, „D“, „D1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი.

იგივე თემაზე:

 მართვის მოწმობების მიმღებთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა

2023 წლის 9 თვეში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 16 906 პირი ჩაიჭრა

მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვებული 24 521 პირიდან ნახევარი ჩაიჭრა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები