კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიები თვიურ ჭრილში 6%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 4%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა იყო 2 306, ხოლო აგვისტოში - 2 176, ხოლო 2023 წლის სექტემბერში კი - 2 222.
ირკვევა, რომ სექტემბერში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების 64%-ი მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული საჩივრებია. სულ სექტემბერში ამ მიმართულებით 1481 საჩივარი დაიწერა. მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებული საჩივრები, მათმა რაოდენობამ სექტემბერში 258 საჩივარი შეადგინა. შემდეგ მოდის საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული საჩივარი, რომელიც სექტემბერში სულ 68 ერთეული დაიწერა. ინტერნეტბანკთან დაკავშირებულ გაუგებრობას სექწტემბერში მომხმარებელთა მხრიდან დაწერილი 62 საჩივარი მოჰყვა.
თუ გავაანალიზებთ საჩივრებს პრეტენზიის ხასიათის მიხედვით, უპირობო ლიდერი ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოებია, რომელზედაც სექტემბერში 1305 საჩივარია დაწერილი.
ირკვევა, რომ სექტემბერში დაფიქსირებული 2 306 საჩივრიდან 1 174 საჩივრის განხილვა დასრულებულია, რადგანაც კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. 621 საჩივარზე კომერციული ბანკების მიერ პრეტენზიის განხილვა არ დასრულებულა, ხოლო 504 საჩივარზე განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს. 7 საჩივარზე კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება