USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შემთხვევაშია მოსალოდნელი უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლება - ლაშა ქავთარაძის შეფასება

რა შემთხვევაშია მოსალოდნელი უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლება - ლაშა ქავთარაძის შეფასება

2024-11-11 14:20:00
„თუ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას კიდევ შეარბილეს, ჩვენი ბაზარი დაინახავს, რომ უცხოური დაფინანსების მოზიდვის ხარჯები არის შემცირებული და აქაც მოსალოდნელია, რომ ნელ-ნელა დაიწყოს უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლება, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ ბანკირის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
 
ლაშა ქავთარაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა უკვე დაიწყო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილება.
 
„მიმდინარე წელს ფედმა უკვე მეორედ შეარბილა მონეტარული პოლიტიკა და ჯამში ეს 0.75%-იანი შერბილებაა.
ეს ეფუძნება იმას, რომ ინფლაცია ქვემოთ წამოვიდა და მოსალოდნელია, რომ 2025 წლის ბოლოსკენ მიზნობრივ 2%-ის ფარგლებში იქნება. თუ დავეყრდნობით ფედის პროგნოზებს, წელს კიდევ არის მოსალოდნელი 0,25%-იანი შემცირება და მომავალ წელს კი 1%-ის ფარგლებში იქნება ეს შემცირება, მიმდინარე პროგნოზები ამას აჩვენებს. ეს პროგნოზები რა თქმა უნდა გადმოეცემა და ბაზარი დაინახავს, რომ უცხოური დაფინანსების მოზიდვის ხარჯები  შემცირებულია და აქაც მოსალოდნელია, რომ ნელ-ნელა დაიწყოს უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთების კლება“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ
 
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. FED-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 4.75%-მდე შეამცირა.

უწყების ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ აშშ-ში ინფლაციისა და უმუშევრობის დონე დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ფედერალური რეზერვი მომდევნო თვეების განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთს ეტაპობრივად შეამცირებს. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ რეზერვის განაკვეთის შემცირების შედეგად კაპიტალზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, ხოლო აშშ დოლარში აღებული სესხი გაიაფდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები