წელს ქართველი ფერმერები 20%-ით მეტი თხილის მოსავალს ელოდებიან.
როგორც Business Insider Georgia-სთან თხილის მწარმოებელ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი თოდუამ განაცხადა, ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია. ქვეყანაში წარმოებული თხილის 95%-ი საექსპორტო ბაზრებზე გადის.
რაც შეეხება ფასებს, თოდუა საერთაშორისო ბაზრებზე ახალი თხილის ფასებზე წინასწარ ვერ საუბრობს, თუმცა მიაჩნია, რომ ადგილობრივ ბაზარზე გამშრალი, ხარისხიანი თხილის ფასი შესაძლოა, 9 ლარსაც კი გადასცდეს.
„საქართველოში თხილის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში გადადის. შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით მეტ მოსავალს ველოდებით. ფერმერები გასულ წელთან შედარებით უფრო მეტად იყვნენ მოტივირებულები.
თხილის შესყიდვის პროცესი დაიწყო. გულის ფასი ბაზარზე 15-ლარიან ნიშნულზე დაფიქსირდა. ხოლო გაუტეხავ თხილზე სხვადასხვა ფასები ფიქსირდება ხარისხის მიხედვით. 4,5-დან 5,5-ლარამდეა ახალი თხილის ფასი. მშრალი თხილი 6 ლარი ღირს.
ქართული თხილის შეძენით უმეტესად ევროპული ბაზარია დაინტერესებული, ვმუშაობთ სხვადასხვა ბაზრების ათვისების მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.
2023 წელს ექსპორტზე 18,802.01 ტონა თხილი გავიდა, რაც 24%-ით ნაკლებია 2022 წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული თხილის მოცულობასთან.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება