სელფი 5G ინტერნეტის არეალს ეტაპობრივად აფართოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან „სელფი მობაილის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სოფო ბალავაძემ განაცხადა, წლის ბოლომდე თბილისის ყველა რაიონი 5G ინტერნეტით დაიფარება, რაზეც კომპანია ინტენსიურად მუშაობს.
„ამ დროისათვის სელფის 5G უკვე მუშაობს ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, მანამდე უკვე იყო გაშვებული ზუგდიდში, ხოლო უფრო ადრე გუდაურსა და ბაკურიანში. სელფის 5G უკვე არის თბილისის გარკვეულ უბნებში და თბილისი დასრულდება მალე. არსებული ქსელის განახლებას სელფი ინტენსიურად აკეთებს“, - აღნიშნა სოფო ბალავაძემ.
საგულისხმოა, რომ „სელფი მობაილი“ 5G ქსელს Nokia -სთან ერთად ნერგავს. უფრო კონკრეტულად კომპანია "სელფი მობაილი" Nokia-ს თანამშრომლობით ახდენს არსებული 4G ქსელის განახლებას და 5G ქსელის დანერგვას.
შეთანხმების მიხედვით, Nokia არსებული საბაზო სადგურების მოდერნიზებას და ასევე, ახალი საბაზო სადგურების მშენებლობას ახდენს. ახალი სადგურები 5G ტექნოლოგიასაა მორგებული.
Nokia სელფის მოწყობილობებს მისი ყოვლისმომცველი 5G AirScale პორტფოლიოდან აწვდის. რომელიც ენერგოეფექტური ReefShark System-on-Chip (SoC) ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გარიგება Nokia-ს უახლესი თაობის AirScale Baseband-სა და დისტანციური რადიოს ხელმძღვანელის (RRH) პროდუქტებსა და Nokia-ს ჭკვიან MantaRay ქსელის მართვის სისტემაზე წვდომას მოიცავს, რაც კომპანიას, AI ფუნქციონალის გამოყენებით, ქსელის კონსოლიდირებული ხედვით და გაუმჯობესებული მონიტორინგით უზრუნველყოფს.
ინტერნეტის მიმართულებით ტექნოლოგიური განვითარება და მისი ხარისხის ზრდა მოხვდა სებ-ის ანგარიშშიც. სებ-ის თვის მიმოხილვაში აღნიშნული იყო, რომ აგვისტოში გასულ თვესთან შედარებით ყველაზე მეტად სამომხმარებლო ფასებზე ინტერნეტის გადასახდელმა იმოქმედა. ქვეყნის ცენტრალური ბანკის განმარტებით, ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესება ივლისში დაიწყო და აგვისტოშიც გაგრძელდა, რასაც ფასის შესაბამისი გაძვირება არ მოჰყოლია. ამის გავლენით თვის ინფლაციამ 0.2 პპ-ით დაიკლო.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება