USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ახდენს გავლენას ლარის კურსზე - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

რა ახდენს გავლენას ლარის კურსზე - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

2024-11-04 09:33:00

„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს მთავარი თემა დღეს ლარის კურსი და ინფლაცია იყო. როგორც რუბრიკის ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, დღეს ლარის კურსზე გარდა აჟიოტაჟური ფაქტორებისა, რაიმე ნეგატიური მოლოდინები არ არსებობს.

„დღეს განსაკუთრებულად აქტუალურ საკითხზე ვსაუბრობთ, საკითხზე, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. ყოველ შემთხვევაში ყურადღებას ნამდვილად იპყრობს ხოლმე საკითხები, რომელიც შეეხება ლარის კურსს, ინფლაციას. ეს თემები ხშირად გამხდარა სპეკულაციური შეტევის, ზეწოლის საგანი, ვგულისხმობ როგორც კურსს ისე საბანკო სისტემას. მაგრამ ერთი, რამ უნდა აღინიშნოს, რომ სებ-ი გამორჩეულად სწორად, გამორჩეულად ღირსეულად უმკლავდება ყველა იმ გამოწვევას, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყო სპეკულაციურ ზეწოლასთან, თუ თუნდაც საბაზრო საკითხებთან დაკავშირებით. ხშირად არის საუბარი იმაზე, თუ რა განსაზღვრავს კურსს. ბუნებრივია არის ფუნდამენტური ფაქტორები, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრებთ, მაგრამ სპეკულაციას, აჟიოტაჟურ ქცევას ყოველთვის აქვს გარკვეული წილი, რომელიც გავლენას ახდენს. მათ შორის ბოლო პერიოდში იყო საუბარი ინტერვენციებზე, რამდენად სწორი იყო თუ არ იყო სწორი. მაგრამ სიტუაცია არის ძალიან მარტივი. დიახ. სებ იმიტომ აქვს რეზერვები, რომ მან საჭირო დროს გამოიყენოს. რეზერვი არ ნიშნავს იმას, რომ მუდამ არსებობდეს და რაღაცა მუდმივობა იყოს. მაგრამ რეზერვებსაც აქვს სწორი მართვის პოლიტიკა, საჭირო დროს გროვდება, საჭირო დროს იხარჯება. ასე, რომ მთავარია ვაკონტროლებდეთ სიტუაციას. მთავარია, რომ სებ-ი მართავს სიტუაციას იმგვარად, რომ ინფლაციის დაბალი მაჩვენებელია. შესაბამისად ​ კურსთან დაკავშირებით გარდა აჟიოტაჟისა სხვა რაიმე ნეგატიური მოლოდინები არ არის“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები