გიზიარებთ ბლოგს: ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ცხოვრება არასოდეს ყოფილა ისეთი მარტივი, როგორიც ის ახლაა, ამ მოცემულობის განმაპირობებელი უმთავრესი მიზეზი კი მედიცინის განვითარებაა. საბედნიეროდ, პროგრესი არ წყდება და სექტორი მუდმივი ინოვაციის ფაზაში იმყოფება, თავად ეს მოცემულობა კი მსოფლიოს მასშტაბით ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და ინვესტორებისთვის მზარდ შემოსავლებს აგენერირებს.
გამოცდილი ინვესტორების მხრიდან სამედიცინო სექტორში წარმოდგენილი კომპანიების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, რასაც რამდენიმე გარემოება განაპირობებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, ადამიანების აბსოლუტურ უმეტესობას კი გარკვეული სახის სამედიცინო მომსახურება სჭირდება. გარდა ამისა, სტაბილურად იმატებს ცხოვრების საშუალო ასაკი, განვითარებულ ქვეყნებში კი საქმე გვაქვს მოსახლეობის დაბერებასთან. ამ მოცემულობას ინვესტორები განსაკუთრებით დადებითად იღებენ, რადგან ხანდაზმული ადამიანები თითქმის 6-ჯერ უფრო მეტ სამედიცინო სერვისს და პრეპარატს მოიხმარენ, ვიდრე ახალგაზრდები, ხოლო მათი რაოდენობის ზრდა პირდაპირპროპორციულად აისახება ჯანდაცვისა და ფარმაკოლოგიურ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების შემოსავლებზე. გაეროს პროგნოზით, 2030 წლისთვის დედამიწაზე ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობა 1.5 მილიარდს მიაღწევს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში სამედიცინო კომპანიები იმაზე მეტი შემოსავლის მიღებას შეძლებენ, ვიდრე ოდესმე.
მართალია, სამედიცინო სექტორი, ერთი შეხედვით, შეიძლება ზედმეტად კომპლექსურად ჟღერდეს და ამ სფეროში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისათვის ის სრულიად გაუგებარიც კი იყოს, თუმცა ამ სექტორში ინვესტირება და ფინანსური სარგებლის მიღება საკმაოდ მარტივია, რასაც თიბისის მობაილბანკში წარმოდგენილი საინვესტიციო პლატფორმა უზრუნველყოფს.
სამედიცინო სექტორში ინვესტირების უპირატესობები
მრავალფეროვნება – საფონდო ბირჟაზე რამდენიმე მსხვილ ფარმაკოლოგიურ გიგანტს შეხვდებით, რომლებიც, რეალურად, გლობალურ ბაზრის თითქმის 80%-ს აკონტროლებენ, ამ კომპანიების ჩამონათვალშია:
ზემოხსენებული კომპანიები აწარმოებენ როგორც ყველასათვის კარად ცნობილ და ხელმისაწვდომ მედიკამენტებს, ასევე თავის მოვლის საშუალებებს, სპეციფიკურ წამლებს, იშვიათი დაავადებების სამკურნალო საშუალებებს და ექსპერიმენტულ პრეპარატებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპანიების პორტფელში ყველანაირი ფასის, მოთხოვნისა და დანიშნულების ფარმაკოლოგიურ პროდუქციას შეხვდებით. ასეთი მრავალფეროვნება მსხვილი ფარმაკოლოგიური კომპანიების დომინაციას და მდგრადობას უზრუნველყოფს, რადგან თუ ერთი სახის წამალზე მოთხოვნა შემცირდება, მეორეზე ის აუცილებლად გაიზრდება - მსხვილ კომპანიას კი ორივე პროდუქტი მზად აქვს.
გარდა ამისა, ფარმაკოლოგიური გიგანტები ცვალებად გარემო-პირობებთან ადაპტაციის სწრაფი უნარით გამოირჩევიან, ამის საუკეთესო მაგალითი COVID-19-ია, რომელთან გასამკლავებლად მსხვილმა კომპანიებმა ვაქცინები და სამკურნალო მედიკამენტები რეკორდულ დროში შექმნეს, რითაც შეძლეს როგორც მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, ასევე ინვესტორებისთვის უდიდესი სარგებლის მოტანა.
ზრდა-განვითარება – სამედიცინო სექტორში წარმოდგენილი კომპანიები ზრდისა და გაფართოების უდიდესი პოტენციალით გამოირჩევიან და ამ თვისებით ისინი ტექნოლოგიურ გიგანტებს ჰგვანან. ზრდის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი საწარმოო ხაზის გაფართოებას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ მსხვილი ფარმაკოლოგიური კომპანიები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ახალი მედიკამენტების შექმნაზე, რაც საკმაოდ ხანგრძლივი და კაპიტალინტენსიური პროცესია. როგორც წესი, ახალი პრეპარატის შექმნას, კლინიკურ გამოცდას და მარეგულირებლის მხრიდან დამტკიცებას დაახლოებით $2.5 მილიარდის ინვესტიცია და 10 წელიწადი სჭირდება. უმსხვილეს კომპანიებს ერთდროულად რამდენიმე ექსპერიმენტულ პრეპარატზე მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, შედარებით მცირე ზომის კომპანიები კი ერთ ან რამდენიმე პროექტზე კონცენტრირდებიან, რაც აგრეთვე გამართლებულ პრაქტიკად ითვლება.
როგორც წესი, ფარმაკოლოგიური სტარტაპები წარმატებას მაშინ აღწევენ, როცა მათ შესყიდვას სამედიცინო გიგანტები ახორციელებენ. ეს ურთიერთობა ორივე მხარისათვის სარგებლის მომტანია, რადგან სტარტაპის ინვესტორები დიდ ამონაგებს იღებენ, ხოლო მსხვილი კომპანია სტარტაპის შესყიდვის გზით ზრდა-განვითარების და პორტფელის გაფართოების საშუალებას იღებს.
მართალია, ყველა ექსპერიმენტული პრეპარატი და სტარტაპი ვერ ამართლებს იმედებს, თუმცა წარმატებული მედიკამენტის შექმნის შემთხვევაში, ამონაგები კოლოსალურია. ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით წონაში კლების მედიკამენტების რევოლუციას ვხედავთ, რომელმაც ფარმაკოლოგიურ სექტორს დაახლოებით $700-მილიარდიანი ზრდა მოუტანა. Novo Nordisk-ის მიერ Ozempic-ისა და Wegovy-ის შექმნამ ბაზარზე ახალი ტენდენცია წამოიწყო, რომელსაც მალევე აჰყვნენ სხვა მსხვილი კომპანიები, მათ შორის: Merck, AstraZeneca და Eli Lilly.
სტაბილურობა – სამედიცინო სექტორი განსაკუთრებული სტაბილურობით გამოირჩევა, რადგან სამედიცინო სერვისებსა თუ პროდუქტებზე არსებული მოთხოვნა არა მომხმარებლების განწყობიდან ან სურვილებიდან, არამედ გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარეობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნა სტაბილურია.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ განვითარებულ სახელმწიფოებში სამედიცინო სერვისებსა თუ პროდუქტებს არა უშუალოდ მომხმარებლები, არამედ სადაზღვევო კომპანიები ყიდულობენ, თავად ჯანმრთელობის დაზღვევის ქონა კი ასეთ ქვეყნებში სავალდებულოა. ეს მოცემულობა სტაბილურობის არგუმენტს კიდევ უფრო მეტად ამყარებს, რადგან მომხმარებელი პრეპარატებს არა პირადი ბიუჯეტის ცვლილების, არამედ სადაზღვევო პაკეტის და ექიმის მიერ გამოწერილი დანიშნულების მიხედვით ყიდულობს.
მოსახლეობის რაოდენობის ზრდა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მატება დადებითად აისახება როგორც ფარმაკოლოგიურ სექტორზე, ასევე სადაზღვევო კომპანიებზე, საავადმყოფოებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, კლინიკებსა და ჯანდაცვის სექტორში წარმოდგენილ სხვა კომპანიებზე. ამ მიმართულებით თიბისის მობაილბანკში არაერთი მსხვილი მოთამაშეა წარმოდგენილი, მათ შორისაა:
დივიდენდური შემოსავალი – სამედიცინო სექტორში წარმოდგენილი დაწესებულებები, განსაკუთრებით კლინიკების ქსელები და სადაზღვევო კომპანიები, როგორც წესი, ინვესტორებზე დივიდენდებს გასცემენ. ამ მოცემულობას დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ინვესტორებისთვის, რომელთაც სტაბილურობა და პერიოდული შემოსავლის მიღება სურთ, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია უორენ ბაფეტი, რომლის საინვესტიციო ჰოლდინგი არაერთ სადაზღვევო კომპანიას და ჯანდაცვის სექტორში წარმოდგენილ დაწესებულებას ფლობს.
სამედიცინო სექტორში ინვესტირების უარყოფითი მხარეები
წარუმატებელი ექსპერიმენტები – ახალი პრეპარატის შექმნა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ რთული და თან ძვირია. მრავალმილიარდიანი ინვესტიციის მიუხედავად, ზოგიერთი პროექტი კრახისთვის არის განწირული, ეს კი ინვესტორების მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება, განსაკუთრებით მაშინ, თუ კომპანიის საბაზრო შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ ექსპერიმენტული პრეპარატის შექმნაზეა დამოკიდებული.
მკაცრი რეგულაციები – სამედიცინო კომპანიებს განსაკუთრებით რთულ საკანონმდებლო ჩარჩოში უწევთ ოპერირება და მარეგულირებელ ორგანოებთან გამკლავება. მაგალითად, აშშ-ის საკვებისა და წამლის მარეგულირებელ სააგენტოს (FDA) განსაკუთრებული სიმკაცრე გამოარჩევს, რომლის მხრიდან დასტურის გაცემა ახალი წამლის დამტკიცებისათვის აუცილებელი წინაპირობაა. თუკი FDA დადასტურების პროცესს გააჭიანურებს ან პრეპარატს არ დაამტკიცებს, ეს კომპანიის საბაზრო შეფასებაზე საკმაოდ ნეგატიურად აისახება. ხშირად ახალი პრეპარატის დამტკიცებას რამდენიმე წელიწადი სჭირდება, თუმცა მარეგულირებლის მხრიდან პროცესის გახანგრძლივებას მარტივად შეუძლია წამლის დამტკიცება მთელი ათწლეულით გადაავადოს.
სასამართლო დავები – სამედიცინო სექტორში წარმოდგენილი კომპანიები განსაკუთრებით ხშირად ეხვევიან სასამართლო დავებში, რაც მათ იურიდიულ დანახარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. უდავოა, რომ ადამიანის ჯანმრთელობასთან გამკლავება ყველაზე დელიკატური ბიზნესია, ამიტომ კომპანიის მხრიდან დაშვებული ნებისმიერი შეცდომა უპატიებელია და ის თითქმის ყოველთვის მრავალმილიონიან ჯარიმად გარდაიქმნება. სასამართლო დავა შეიძლება მოიცავდეს როგორც პრეპარატის გვერდით მოვლენებთან დაკავშირებულ რისკებს, ასევე კლინიკის მუშაობის პროცესში დაშვებულ შეცდომებს და გართულებებს.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო სექტორს ზრდა-განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ხოლო ჯანდაცვისა თუ დაზღვევის მიმართულებით წარმოდგენილი კომპანიები სტაბილური შემოსავლის მიღების საშუალებას იძლევიან. ინდუსტრიაში წარმოდგენილ თითქმის ნებისმიერ კომპანიაში ინვესტირება თიბისის მობაილბანკის დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი, ხოლო თუ კონკრეტულ კომპანიებზე არჩევანის შეჩერება გიჭირს, მაშინ შეგიძლია ისეთი ინდუსტრიული ფონდი შეარჩიო, რომელიც არაერთ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა: iShares Pharmaceuticals ETF (IHE) და Health Care SPDR Fund (XLV). უოლ-სტრიტის წამყვანი ანალიტიკოსების შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, სამედიცინო სექტორის ზრდა გარდაუვალია, ამიტომ არ გადადო, დააბანდე!
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება