USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველაფერი, რაც კოსმოსურ ინდუსტრიაში ინვესტირებისას უნდა იცოდე

ყველაფერი, რაც კოსმოსურ ინდუსტრიაში ინვესტირებისას უნდა იცოდე

2024-08-11 17:09:00

გიზიარებთ ბლოგს: კოსმოსის ათვისება კაცობრიობის უდიდესი ოცნება და ინსპირაციის წყაროა. საუკუნეების განმავლობაში, კოსმოსში მოგზაურობაზე მხოლოდ ფიქრი შეიძლებოდა, თუმცა ახლა უკვე კოსმოსი აღარ არის ისე შორს, როგორც ადრე ჩანდა. ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით, დღეს უკვე დედამიწის ორბიტის მიღმა მოგზაურობა არა მარტო NASA-ს ასტრონავტებს, არამედ ჩვეულებრივ ტურისტებსაც შეუძლიათ. მართალია, ამ ეტაპზე ეს სერვისი საკმაოდ ძვირია, თუმცა დროსთან ერთად ის სულ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება.

 

Morgan Stanley-ს პროგნოზით, უახლოეს მომავალში კოსმოსური ინდუსტრია განსაკუთრებით სწრაფი ზრდის ფაზაში შევა და 2040 წლისთვის ინდუსტრიის საერთო შეფასება $1 ტრილიონს მიაღწევს, რაც ამჟამინდელთან შედარებით თითქმის 180%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იქნება. 

 

კოსმოსის ათვისების მიმართულების არაერთი საინტერესო კომპანია მუშაობს, მათში ინვესტირება და ინდუსტრიის განვითარებით ფინანსური სარგებლის მიღება კი თიბისის ციფრული ბანკის დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი. 

 

კოსმოსურ ინდუსტრიაში ინვესტირების უპირატესობები და შესაძლებლობები  

 

ანალიტიკოსების შეფასებით, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, განვითარების განსაკუთრებით დიდი პოტენციალი სატელიტური ინტერნეტის ტექნოლოგიას აქვს, რომელიც თანამგზავრების დახმარებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ინტერნეტის მიწოდებას დისტანციურად ახერხებს. 

 

სატელიტური ინტერნეტი განსაკუთრებით მოთხოვნად სერვისად შეიძლება იქცეს მსოფლიოს ისეთ წერტილებში, სადაც საკაბელო ინფრასტრუქტურა ჯერაც არ არსებობს ან აწ უკვე არსებული სისტემა ზედმეტად მოძველებული ან უხარისხოა. მსოფლიოს ასეთ რეგიონებში, მაგალითად, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში, სატელიტურ ინტერნეტს ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება და საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა შეუძლია, სწორედ ამიტომ ექსპერტები ამ ტექნოლოგიაში დიდ პოტენციალს ხედავენ. 

 

უნდა აღინიშნოს, რომ სატელიტურ ინტერნეტზე მოთხოვნის ზრდას განსაკუთრებით დააჩქარებს ბაზარზე თვითმართვადი ელექტრომობილების, დრონებისა და რობოტების გამოჩენა, რადგან ამ ტიპის მოწყობილობებს სწრაფ ინტერნეტთან უწყვეტი კავშირი სჭირდებათ, საკაბელო სისტემა და მობილური ინტერნეტი კი მსოფლიოს ყველაზე განვითარებული სახელმწიფოს, აშშ-ის ზოგიერთ შტატშიც კი არ არის მუდმივად ხელმისაწვდომი.   

 

სატელიტური ინტერნეტის განვითარებაზე ამჟამად ათამდე კომპანია მუშაობს, მათ შორისაა: SpaceX Starlink; Amazon Project Kuiper; OneWeb და Viasat. 

საშუალოვადიან პერსპექტივაში, ექსპერტები დიდ პოტენციალს კოსმოსური ტურიზმის მიმართულებით ხედავენ, რომელიც მსურველებს კოსმოსში მოგზაურობის და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღების საშუალებას აძლევს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მდიდარი მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მათი დიდი ნაწილი კოსმოსში მოგზაურობაზე ბავშვობიდან ოცნებობს, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ ტიპის სერვისზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა შეინიშნება.

 

ამ ინდუსტრიის პიონერად რიჩარდ ბრანსონის მიერ დაფუძნებული Virgin Galactic (SPCE) შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც მომხმარებლებს დედამიწის ორბიტის გარშემო მოგზაურობის საშუალებას აძლევს. 

 

ბრანსონი გარდა, ამ სექტორით სხვა მილიარდერებიც არიან დაინტერესებულნი, მათ შორისაა: ილონ მასკი, რომელიც SpaceX-ს ფლობს და ჯეფ ბეზოსი, რომელიც Blue Origin-ის დამფუძნებელია. ყოველ მათგანს საერთო მიზანი აქვს – კოსმოსური ტურიზმის რეალობად ქცევა და სწორედ ამიტომ, ისინი ამ მიმართულებით ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ.

 

მესამე ძირითად მიმართულებად ექსპერტები კოსმოსის შესწავლას, ათვისებას და კოლონიზაციას განიხილავენ. ცხადია, ეს მიმართულება განსაკუთრებით გრძელვადიანია და სხვა პლანეტების კოლონიზაციისგან ჯერაც დიდი დრო გვაშორებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კოსმოსის შესწავლისთვის სახელმწიფოები ყოველწლიურად საკმაოდ დიდ რესურსებს ხარჯავენ და ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი აეროინჟინიერიის სფეროში წარმოდგენილი კომპანიების სერვისებზე იხარჯება. 

 

მარტივად რომ ვთქვათ, კოსმოსური მისიის განსახორციელებლად სახელმწიფოებს ამ სფეროში წარმოდგენილი კომპანიების დაქირავება უწევთ. რაკეტის, ხომალდის, სატელიტისა თუ კოსმოსური ტელესკოპის შექმნა კი, მოგეხსენებათ, საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა. 

 

კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არაერთი მსხვილი კომპანია ოპერირებს მათ შორისაა:

თუკი კონკრეტულ კომპანიებზე არჩევანის გაკეთება გიჭირს და თან ინვესტიციის გადანაწილება გსურს, მაშინ შეგიძლია თიბისის მობაილ ბანკში კოსმოსური ინდუსტრიის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო ფონდები აირჩიო, მაგალითად: 

 

•          Procure Space ETF (UFO)

•          iShares US Aerospace ETF (ITA)

•          VanEck Space Innovators ETF (JEDI)

•          SPDR S&P Aerospace & Defense ETF (XAR)

•          SPDR S&P Kensho Final Frontiers ETF (ROKT)

 

კოსმოსურ ინდუსტრიაში ინვესტირების უარყოფითი მხარეები

 

რისკი და მერყეობა - კოსმოსური ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური სექტორია, რომელიც საკმაოდ მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული. ერთ წარუმატებელ მისიას ან ტრაგიკულ შემთხვევას მარტივად შეუძლია კომპანიის აქციების მკვეთრი შემცირება.  

 

გარდა ამისა, ეკონომიკური ვითარების გაუარესების და გეოპოლიტიკური რისკების ზრდის პერიოდში, როგორც წესი, ინვესტორები თავს არიდებენ ტექნოლოგიურ სექტორს და თანხას შედარებით უსაფრთხო აქტივებში აბანდებენ, რაც, მოკლევადიან პერსპექტივაში, მაღალ მერყეობას განაპირობებს.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოსმოსური ინდუსტრიაში ინვესტირებისას გათვლა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა გაკეთდეს, რაც ხშირად რამდენიმე წელიწადთანაა დაკავშირებული. 

 

კერძო კომპანიები - ამ ინდუსტრიაში ინვესტირების პროცესს განსაკუთრებით ართულებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ჯერაც კერძო საკუთრებაშია, ანუ მათი აქციების შეძენა საფონდო ბირჟაზე უბრალოდ შეუძლებელია. სწორედ ასეთი ვითარებაა SpaceX-თან და Blue Origin-თან მიმართებით, ამიტომ ამ სექტორში ინვესტირებისთვის ალტერნატიული კომპანიების აქციების და ფონდების არჩევაა ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი.

 

თიბისის საინვესტიციო პლატფორმა კოსმოსურ ინდუსტრიაში წარმოდგენილი კომპანიების ფართო არჩევანს მოიცავს, მათ აქციების შეძენა კი მობაილ ბანკის დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი, ყოველგვარი საკომისიოების გარეშე.  

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები