USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყვავილების ბაზარზე კონკურენციაა, თუმცა უკვე გვაქვს საკუთარი ნიშა - „დარი“

ყვავილების ბაზარზე კონკურენციაა, თუმცა უკვე გვაქვს საკუთარი ნიშა - „დარი“

2024-09-06 16:00:00

განსხვავებული კონცეფცია გვაქვს და სწორედ ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ყვავილების მაღაზია „დარის“ დამფუძნებელმა ანა მალუტაშვილმა განუცხადა.

„მაღაზიაში ყვავილების გარდა გვაქვს სადღესასწაულო აქსესუარებიც. ასევე მომხმარებელს შევთავაზეთ ყვავილები მინისა და კერამიკის ლარნაკებით, რასაც პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა.

მომხმარებელს გაზაფხულიდან ზამთრამდე ქართულ ყვავილებს ვთავაზობთ, ასვე გვაქვს რამდენიმე ქვეყნიდან იმპორტირებული ყვავილები. ძირითადად ხარისხზე ვართ ორიენტირებული და მომწოდებლებიც ამ მიმართულებით გვყავს შერჩეული. ყვავილების ბაზარზე კონკურენციაა, თუმცა უკვე გვაქვს საკუთარი ნიშა “,- ამბობს „დარის“ დამფუძნებელი.

„დარის“ ყვავილების მაღაზიაში აქვთ ბიუჯეტური თაიგულები, რომლის ფასიც 15 ლარიდან იწყება. თაიგულების ფასს ყვავილების ტიპი, რაოდენობა და დიზაინი განსაზღვრავს.

„ერთი წელია რაც ბაზარზე ვართ და ვფიქრობ, ინვესტიციამ გაამართლა. ყვავილების ბიზნესისთვის წარმატებული სეზონის გაზაფხული, შემოდგომა და სადღესასწაულო დღეები“, - ამბობს „დარის“ დამფუძნებელი.

„დარი“ მომხმარებელს ასევე დღესასწაულების, დაბადების დღეებისა და ქორწილების გაფორმებას სთავაზობს. ასვე გეგმავენ ჰორეკა სექტორთან თანამშრომლობას და რესტორნებისა და სასტუმროებისთვის ყვავილებით გაფორმების სერვისის მიწოდებას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები