USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს ხელს შეუწყობს - ელჩი

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს ხელს შეუწყობს - ელჩი

2023-07-27 10:36:24

უმნიშვნელოვანესია ეს ვიზიტი, რაც უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

ელჩის განცხადებით, შეხვედრები გაიმართება როგორც ქალაქ ჩენდუში, ისე პეკინში.

„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობები. დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, ვიზიტის პირველი ნაწილი შედგება ქალაქ ჩენდუში, სადაც არის ახალგაზრდული, სტუდენტური ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. ასევე დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები.

უმნიშვნელოვანესია ეს ვიზიტი და უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. მოგეხსენებათ, საქართველო არის „სარტყელისა და გზის" გლობალური ინიციატივის მონაწილე ქვეყანა, იზრდება ბიზნესკონტაქტები, ჰუმანიტარული ურთიერთობები, ასევე კულტურისა და ტურიზმის მიმართულებები, ასე რომ ეს ვიზიტი ახალ სტიმულს და დიდ ბიძგს მისცემს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

შემდეგ უკვე ჩენდუდან გადავინაცვლებთ ქალაქ პეკინში, სადაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები და შეხვედრებია დაგეგმილი, ასე რომ საკმაოდ დატვირთული და შინაარსიანი ვიზიტი იქნება,"- განაცხადა ელჩმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები